levanijekiაფერისტებს გვანან.
ფული რო გადარიცხა გადახდის ქვითარი არ გაქვთ?
მე ვიცი რო ესე ხდება:
თავიდან რიცხავ ან მთლიან თანხას (მანქანა+FOB) ან ნაწილს (50-50% ან 30-70%), რომელიც წინასწარ შეთანხმებულია კომპანიის წარმომადგენელთან.
1300$ იქნებოდა ნაწილი მთელი გადასახდელი თანხის, თორე მაგ ფასად ტიიდას ვერ იყიდიდა.
დარჩერნილ ნაწილს ყველა პონტში იხდი გემი პორტში რო შედის მაგ დროისთვის დაახლოებით (ისე უბრალოდ ვერ გამოიყვან მანქანას).
თქვენ სიტუაციაში საეჭვო და აფერისტობის სუნი უდის იმას რო 500$ ფიქსირდებაო.
თუ თქვენ გადაიხადეთ პირდაპირ იაპონიაში, მაგის შანსი არაა რო იქ ნაკლები დამჯდარიყო და ე.ი. ეგ კომპანია ჩალიჩობს რაღაცას.
თუ აქ მიეცით ვინმეს ფული, მაშინ ძალიან დაგიშავებიათ. იმიტომ, რომ თანხის კონტროლი არ გაქვთ საერთოდ, ვინ რა გადარიცხა და სად გადარიცხა.
კომპანიებს ვინც ყიდულობნე აუქციონებზე (ჯიმექსი, აუტოკომი, სბტ და ა.შ.), საიტზე ყველას უწერია თავიანთი ანგარიში სადაც ირიცხება ფული.
თუ ვინმემ სხვაგან მოგთხოვათ გადრიცხვა ე.ი. რაღაც სუფთა არაა და უნდა შეეშვევათ ეგეთ აფერისტებს.
აქ, ფორუმზე იყო თემა და ალბათ ეხლაცაა, უბრალოდ მონახვა უნდა, სადაც წერდნენ აფერისტებზე. ან მოძებნე ის თემა ან ახალი გახსენი და გამოცდილი ხალხი გირჩევს რისი შველა შეიძლება თორე შარშან ჩემ თანამშრომელს "დაახიეს" მანქანა ეგრე (ამან დაუტოვა თავისი მანქანა კომპანიას, რომელსაც უნდა ჩამოეყვანა იაპონიიდან ტიიდა და სხვაობას ეს დაუმატებდა. 2 თვე ელოდა და მერე ის კომპანია გაქრა თუ რაღაც ეგეთი, დეტალები აღარ ვიცი და ეს კაცი დარჩა თავისი მანქანის გარეშეც და ახალი ხო არც უნახია

).
This post has been edited by ჩეჩა on 21 Nov 2015, 12:09