მეგობრებო, იქნებ გქონდეთ მსგავსი გამოცდილება. მოკლედ ჩემი ტიიდა არის 2006 წლიანი, მარტშია გამოსული. ერთი თვის წინ ვიყიდე და ახლახანს აღმოვაჩინე სხვადასხვა ნაკლეიკა რაღაცეების გამოცვლის. იაპონურადაა ყველაფერი, მაგრამ ვთარგმნე. სულ აღმოვაჩინე 5 ნაკლეიკა:
1. აკუმულატორზე აკრია, გამოცვლის თარიღი 25.12.06 - 82,036 კმ(ანუ მანქანის გამოსვლიდან 8 თვეში)
2. საჭის ქვეშ, გვერდიდან პლასტმასსზე ვარიატორი ზეთის გამოცვლა CVT - 23.03.2013 - 44,262 კმ(ყველაზე ლოგიკურია)
3. მძღოლის სავარძელს გვერდიდან აკრია მოტორის ზეთის გამოცვლა 27.04.05 - 115,393 კმ(ამ დროს მანქანა გამოსულიც არ იყო)
4. ასევე მძღოლის სავარძელზე აკრია კონდინციონერის ფილტრის გამოცვლა 24.12.10 - 53,097 კმ(ესეც რაღაც აცდენილია)
5. ჰაერის ფილტრის თავზე ანტიფრიზის ნაკლეიკაა 27.04.07 - კილომეტრაჟი არ წერია.
მოკლედ ყველა ნაკლეიკა სხვანაირ რაღაცეებს აჩვენებს, მანქანა ვიყიდე 70,000 გარბენით, შესაბამისად ვარიატორის ნაკლეიკა ყველაზე ახლოსაა რეალობასთან, ვიფიქრე შეიძლება აკუმულატორი და სავარძელი სხვა დევს, მაგრამ აკუმულატორი 10 წლის წინანდელია, და როგორ დარჩა ცოცხალი? პლიუს სავარძელზე გვერდიგვერდ არიზ სუტად 2 ნაკლეიკა, მე-3 და მე-4 ჩემი ჩამონათვალიდან.
მოკლედ რამე თქვენც ხომ არ გაგიგიათ ამ უცნაურ თარიღებიან ნაკლეიკებზე?

რომელს ვენდო? ვარიატორისას? თუ სხვას და ვიფიქრო რომ ჩამოყრილია?

მანქანის ფიზიკური მდგომარეობა მარწმუნებს, რომ 70ზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გავლილი და რავი