იყოს აქაც
მოკლედ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ ჩემი შავი გრანდის გაყიდვას.
ვფიქრობ იმიტომ, რომ მეცოდება ესე სადგომად და ათასში ერთხელ გამოსაგორებლად.
მანქანა 98-წლიანია, გამოყვანილია თბილისის კრაისლერის ცენტრიდან და აქვს ნაღდი 350 კმ გარბენი. ევროპული კომპლექტაციაა.
ძრავი 5.2 V8, რაზდატკა 249OD ფულტაიმი. ხიდები წინ დანა 30 (ყველა ჯიპს გარდა რუბიკონისა წინ ეგ ხიდი აქვს სტოკში), უკან დანა 44 LSD.
ძრავი ხელუხლებელია, კარობკა გარემონტებულია და ყველა ნაწილი შეცვლილია ახალი Mopar-ის (ჯიპის ქარხნული ნაწილების მწარმოებელი) ნაწილებით. ასხია ქარხნული მოპარის ზეთი ATF +4, მუშაობს იდეალურად.
შეცვლილი აქვს გაგრილების ჰიდრომუფტა, სვეჩები, პრავოდკა, ბაბინა (ჩემპიონის პლატინები და სილიკონის მაღალი ხარისხის პრავოდკა, ბაბინა დელფის). დევს ახალი ინჩი აკუს აკუმულატორი. რამდენიმე ასეული კილომეტრის წინ შევუცვალე აპორნები და სტუპიცები (დავაყენე ახალი Ferrodo). აყენია ახალი ყუმბარები, ახალი გადაკრული აქვს რუჩნოის კალოდკები, აყენია ტექსტარის ახალი კალოდკები უკანაც და წინაც. წინა ხიდი ხვასტავიკის პადშიპნიკის გამო დავშავლე და ბარემ შევცვალეთ ყველა სალნიკი და პადშიპნიკი Timken-ით. აყენია ახალი ამერიკული შარავოები (საკმაოდ ძვირიანი, ბრენდი არ მახსოვს).
მანქანა დალიფტულია Rough Country-ს 4.5"-იანი კიტით + პრასტავკები, სულ 5.5 (პრუჟინები, ნიტრო ამორტები, შტანგები, სუხოის ლინკები და კიდე წვრილმანი).
აყენია ჩეროკას დამზადებული სერიოზული ბამპერები და 31-იანი GT Radial-ის MT საბურავები, დაახლ, 70-80%
მანქანა უავარიოა და არის ქარხნულ საღებავზე გრამი ჯანგის გარეშე.
ლიმიტედია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს ტყავის სალონი, ელექტროსიდენიები, მემორები, კლიმატი. ყველაფერი მუშაობს და კლიმატს გრამი ფრეონის დამატებაც არ უნდა.
დამონტაჟებულია "მესამე თაობა" გაზი BRC-ს რედუქტორით და 22 კუბიანი 2014 წლის ბალონით, მუშაობს გამართულად.
აყენია ქარხნული ზაშიტნიკები - ბაკის, რადიატორის და რაზდატკის.
მოყვება 16-იანი რკინის დისკები (გადმობრუნებული და გამზადებული), 16-იანი ალუმინის დისკები (სულ მცირე 200$ ღირს და არ იშოვება), 15-იანი ალუმინის დისკები.
ეხლა მინუსები:
შესაცვლელია რადიატორი, წვეთავს ალაგ-ალაგ, წყალს არ წევს და არაფერი, თვეში რამდენიმე გრამს იმატებს, გვერდი შეცვლილი მაქვს, მაგრამ ნუ შესაცვლელია რა (სადღაც 300 ლარი)
შესაცვლელია ზედა შტანგის ვტულკები (გროშ-კაპიკები)
შესაკეთებელია რულევოი კალონკა (200 ლარი ღუდუშაურთან)
შესაცვლელია მატორის უკანა სალნიკი (სალნიკიან ხელობიანად 100 ლარისა ალბათ, კარობკის ჩამოუღებლად იცვლება). კარობკის კარტერის პრაკლადკა თუ გერმეტიკიდან ოდნავ ჟონავს, მოხსნა და მიყენება უნდა კარტერის პოდონს (გროშები).
შესაცვლელია დინამოს რემენი (40 ლარისა + ხელობა)
გადამწვარია წინა მარჯვენა გაბარიტის ნათურა biggrin.gif






This post has been edited by USU on 11 Feb 2016, 01:05
ჯვარედინადაც ბუქსაობს...