სალამი სუბარისტებს, 1იანვარს თბილისში მოსული თოვლი არასაკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, თბილისის ზღვაზე რამდენიმე ადგილზე შევაგდე გაზიკა და როგორც ტრასაზე ისე იარა, არც კი უგრძვნია თოვლი რომ ეფინა ფერხთქვეშ, 2 იანვარს გადავწყვიტე სასეირნოდ წამეყვანა, სისხამ დილაზე ავდექი, მოხალისე კამანდა მოვაგროვე, ისეთი ვინც არც პახმელიაზე იყო და არც დალევის სურვილი ჰკლავდა. არც თუ ისე დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ცხვარიჭამიაში ასვლა, წინა ღამით ვიყავი და მომეწონა, კარგად თოვდა, კარგად ყინავდა, გზაზეც კარგად იდო და მოკლედ ყველანაირი ბედნიერება იყო სუბარისტისთვის.
აქედან ასვლისას ცოტა გავუთამამდი გზას და გართობა მომინდა, გაზზე თითქმის ვერ იარა ზანოსით, 10 ლიტრამდე ბენზინი მესხა და მომენტებში ბენზინზე ვრთავდი, შაიბას ვაძლევდი და მხიარული მანქანა ხდებოდა.
https://www.facebook.com/mixeil.stefanishvi...97917366907413/საგურამოს გადასახვევთან მისულს ულამაზესი სურათი დამხვდა, რამაც გული ძალიან გამიხარა, 

შამპანური ქონდათ ბიჭებს, ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს და გზა გავაგრძელე ღულელების მიმართულებით. 
რაც ძალიან მახარებდა და მაკვირვებდა იყო ის რომ გაყინული გზის, გაუბედურებული წინა საბურავების და არც თუ ისე იდეალური უკანა საბურავების მიუხედავად მანქანის ზანოსში ჩაყენებას მაინც გარკვეული ძალისხმევა ჭირდებოდა. 60-80 ით აც ვიარე ზოგ ადგილზე და მაგრა კარგად ეჭირა გზა ჩვეულებრივ რეჟიმში, (HOLD) ის გარეშე.
ზუსტად არვიცი რამდენი კმ გავლა მომიწია, გზის პირზე მინდორივით იყო სადაც 5 მანქანას მოეყარა თავი, ვიფიქრე შევუერთდები თქო, მეც ვიხალისებ მათთან ერთად, გადავუხვიე გზიდან და ჰოი საოცრებავ, 

 ჩემს წინ ტყისპირი გადაიშალა, ხელუხლებელი, ქალიშვილი თოვლი ეფინა, რათქმაუნდა თვალზე ბინდი გადამეკრა, დავივიწყე იქ მყოფი ხალხი და შევტოპე ტყეში, 

სიმბოლურად 1-2 სურათი გადავიღე, ძალიან გახარებული ვიყავი რომ თავისუფლად მიაღწია ტყეში გაშლილ ადგილს და თავისუფლად მოვბრუნდი გზისკენ, ერთი არ დაუკვნესია, მაგრამ გული რაზეც მწყდებოდა იყო ის, რომ გზა უფრო ღრმადაც შედიოდა ტყეში, რათქმაუნდა ბევრი არ მიფიქრია, ნახევარ წამში გადაწყვეტილება მიღებული იყო, სანამ მეგობრები სურათებს იღებდნენ გავაჭენე ბოლომდე, მანქანა უფრო და უფრო ღრმა თოვლში ეფლობოდა, მაგრამ იბრძოდა უკანასკნელი სამურაივით, არ ნებდებოდა თოვლს მანამ, სანამ ძალიან ღრმად არ შევტოპე, კარის გაღება რო მომინდა და დიდი ჩალიჩი დამჭირდა მაშინ მივხვდი სადამდე შევმძვრალვარ, რათქმაუნდა დავსვი მანქანა, აღარც წინ, აღარც უკან, 

საშველად ჩავაკითხე გზის პირზე მყოფ მანქანებს და როგორც მოგვიანებით გაირკვა 1 მანქანის გარდა ყველა ჩამჯდარი იყო, 1 მანქანას უნდა ამოეყვანა სუყველა და რიგში აღარმახსოვს მეოთხე თუ მეხუთე ვიყავი მე. ჩემს საბედნიეროდ პაჯერო გაიჩითა და დააწვა ჩემი მანქანისკენ, ისეთ ვიდზე იყო შორიდანვე ეტყობოდა რო ბუქსირი თან ექნებოდა, გავეკიდე და ვთხოვე ბუქსირი თუ გაქვს თქო, რათქმაუნდა გაუხარდა მძღოლს დახმარების აღმოჩენა რომ შეეძლო, წამო ამოგიყვანო, ცოტა ამაყად თქვა, და ბეეევრი წვალების მერე ძლივს მიუახლოვდა ჩემს მანქანას, ჩავიბით და ვერ გაათრია ერთ ცდაზე, მერე თვითონ ჩაჯდა, ძალიან უჭირდა იმის მანქანასაც და მისი ამაყი ღიმილი უკვე უხერხულ ღიმილში გადადიოდა, მეც მერიდებოდა და ვიფიქრე გავუშვებ და დავრჩები აქ სანამ თოვლი გადნება და მერე გავიყვან თქო, მაგრამ ბოლო ცდაზე ამოვათრიეთ, ცოტა გავმხიარულდი, გავერთე, ვიგუნდავე,

და გამოვუდექი თბილისის გზას.
ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, ბედნიერების ღიმილს ვერ ვიკავებდი სახეზე, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა, თითქოს ბოლო შაიბა უნდა მიმეცა მთელი ძალით, რაღაც გულს მიღრღნიდა და საგურამოს გადასახვევთან ბენზინზე გადართვა, ტორმუზი მოსახვევთან, დაბალ გადაცემაში გადართვა, რუჩნიკი გაზი ბოლომდე კუთხე, ყველაფერი კარგად მიდის, გვერდითა ფანჯრიდან გავყურებ წინ გზას და .............. წინიდან მანქანა, 
ტოისწ მანქანები.
დატორმუზებას არვიცი მოვასწრებდი თუ ვერა, რამდენადაც დაღმართზე მივდიოდი, ვერც იმ სიტუაციის შეფასება მოვასწარი თვითონ თუ შეძლებდნენ დამუხრუჭებას და გზას მგონი მაინც ვერ დამითმობდნენ და... ეჰეი და კანაოში...

ალბათ ერთადერთი გამოსავალი ეგ იყო რომ სხვები არ დამეზიანებინა, ვიფიქრე "სამ ზავარილ ეტუ კაშუ სამ იო ი ჟრი სვოლოჩ" პასადკა ძალიან რბილი, ოღონდ ძალიან დამრეცი იყო, ბიჭებმა ივაჟკაცეს, მოვიდნენ ბუქსირებით, ერთმა წინიდან ჩამიბა, მეორემ უკნიდან და ამომიყვანეს. ე მანდ დასრულდა ჩემი ადრენალინი და მშვიდად ვიარე თბილისამდე, თან ამათიც მერიდებოდა, კოლონა მოვდიოდით და მერამდენედ უნდა ამოვეთრიე. 
გული ვიჯერე, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ღმერთს მადლობა რომ უნაკაწროდ გადავრჩით, მგზავრებიც და მანქანაც.
ყველას სასიამოვნო და ბეზ ცარაპკი დროის გატარებას გისურვებთ თოვლში...