აქ არ ჩანს არაფერი.
დაივიწყე ნავიგაცია ეგრევე.
თუ დისკი აქვს და დვდ-ია მაშინ NTSC ფორმატში უნდა ჩაწერო დვდ დისკი და ფერადათ ანახებს მაგ შემთხვევაში, პალზე (ძირითადად ამაზეა დისკები ჩაწერილი) შავთეთრი იქნება.
სავარაუდოდ მპ3 ექნება დისკს და მაგიც ყველაზე დაბალი სიჩქარით ჩაწერე რომ წაიკითხოს მაიფონმა.
თუ ვინჩესტერი აქვს (ბევრი ვინჩესტერიანი ჩამოდის) მაშინ CD ფორმატში ჩაწერილი დისკინდან შეგიძლია ვინჩესტერზე ჩაწერო მუსიკები (ჩემსას 30GB აქვს და აქედან ნახევარი ცარიელია, მუსიკა კი იმდენია რომ 1 თვე გავა მალე და ბოლოში ვერ გავედი

).
მინი დისკი შეიძლება ქონდეს მაგრამ მაგის ძებნას ჩაწერას და მაიმუნობას ეგრევე დაივიწყო ჯობია.
რადიო გადამყვანით.
უკანა-წინა ხედვის კამერები შეგიძლია დააერთო თუ არ აქვს (ორივეს ვხოდი აქვს ძირითადად ხოლმე).
შუაში მონიტორის გამოსასვლელიც აქვს თუ მოგინდა.
თუ კაროზერიაა სმ ბასიო თუ რაღაც ქვია შტეკერია რომელიც გამოდის 3.5მმ-იან ჯეკზე რომელზეც შეგიძლია შეაერთო ტელეფონი მპ3 და ა.შ. აუქსის განყოფილებაში ჩაირთვება ყველაფერი.
ეგაა სულ.
კიდე შეიძლება ქონდეს ტვ მაგრამ ანალოგური აქ ვეღარ დაიჭერს და ციფრული კიდე სულ სხვა აქვს იაპონიას. ერთი ორი ვიცი რომელმაც სეტ-ტოპ-ბოქსის 12 ვოლტზე გადაკეთება შეძლო და ჩერეზ კამერის ერთერთ შესასვლელზე დასვა. ანუ სეტ ტოპ ბოქსს, როგორც ტელევიზორს, ეგრე უერთებ მაიფონს.