მოკლედ 2 წელი ხდება ზეგ, რაც ფორიკა მყავს.
2002 SG5 XT
ქონდა გარბენი 131, ეხლა კი მიუკაკუნა 166 -ს.
თავიდანვე შევუცვალე დამჭიმი როლიკი და რემენი. უკანა მარჯვენა ცაპკის პაჩევნიკი.
მალევე მე თვითონ დედა ვუტირე უკანა მრცხენა ამორტიზატორს.
135 - ზე შევცვალე ხუნდები, დავაყენე ატეები (წინ) მას შემდეგ ეგ მიყენია. გამოცვლის დროს გავაშლიფოვკებინე აპორნები.
მას შემდეგ - ხადავოიში არაფერი შემიცვლია.
გამოვცვალე 160 ათასზე კარობკის ზეთი.
155 ათასზე შევცვალე ძრავის კრიშკის პრაკლატკები.
ასევე მომიწია გამომეცვალა :
უკანა ტორმუზის ნათურები
სალონის ზედა ნათურა
ბენზინის ფილტრი ერთხელ
დაშბორდზე გადაეწვა ბენზინის შკალის გამნათებელი უკანა ნათურა (გამოცვლა დამეზარა)
სხვა აბსოლუტურად არაფერი მოუთხოვია მანქანას.
6-ზე ვუცვლი ზეთს. მოტულს რათქმაუნდა.
ჰაერის ფილტრს ვცვლი ზეთის შეცვლის დროს მუდმივად.
ვასხამ მუდმივად ერთიდაიგივე ბენზინს - ვისოლის ეკო სუპერს.
სულ ესაა. ვარ უზმოდ კმაყოფილი. ვაგაზავებ, ვაჯლიგინებ ასფალტის გარეთაც. სახელოსნებში არ ვცხოვრობ.