Ditrixiadato_datoდავით პირველ რიგში იმ კაცის ბრალი არაფერია და ნუ ღადაობ

))
ეხლა მეორე და ყველაზე მთავარი

ვინც ამ მანქანას გამაკეთებინებს და ამ პრობლემას მომიგვარებს მინიმუმ ჯილდოთ მაღარიჩი და პლიუს ფულადი კომპენსაცია დახარჯული დროის!

მოკლედ: რა პრობლემაც აქვს ჩემს მანქანას ეს არის რომ აბაროტებს არ კრიფავს თითქოს გუდავსო და რაღაც ატორმუზებს მანქანასო და ვერ მიდის.
ეს ყველაფერი დაეწყო ერთ დაწყევლილ საღამოს

მანქანა გავაჩერე 1 საათით იუსტიციის პარკინგზე და რომ დავაპირე დაქოქვა სპირალი გვიან ჩაქრა და გამიკვირდა, წავედი და მანქანა აღარ მიდიოდა, პლიუს ამას კონდენციონერიც აღარ აგრილებდა უბრალოდ უბერავს მაგრამ ძალა დაკარგა. შეიძლება გაგიკვირდეთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა კავშირშიაო მაგრამ დამიჯერეთ, რომ არის სასწაულებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ ეს არ ვიცი

ამის მერე ეს ყველაფერი ისევ ისეა, სპირალს გვიან აქრობს, გაწევა არ აქვს 1800 აბაროტზე მაღლა ძალიან რთულად უმატებს და კონდენციონერი და ფეჩი კარგად არ მუშაობს, კონდენციონერი საერთოდ აღარ ყინავს და ფეჩი შედარებით უკეთ მაგრამ მაინც ისე არ ათბობს როგორც უნდა ათბობდეს.
ეხლა რაც შევცვალე და შევამოწმე:
1. დიაგნოსტიკაზე რომ მივიყვანე აჩვენა წყლის დატჩიკების პრობლემა და ელექტრო ფარსონკის. ფარსონკა შევცვალე მუშა მანქანიდან და დიაგნოსტიკის პრობლემა გაქრა ანუ აღარ არის აქ პრობლემა, მაგრამ მანქანა არ გამოსწორდა.
2. მერე ჩამოვიტანე 2 ცალი ახალი წყლის ტემპერატურის დატჩიკი და პრობლემა მაინც აჩვენა დიაგნოსტიკამ. ვიფიქრე ბრაკი იყოთქო და კიდევ 2 ცალი ჩამოვიტანე, მაგრამ მაინც არ გასწორდა და მერე დამაეჭვა კიდევ ბრაკი ხომ არ იქნებოდათქო და დაშლილებში ვნახე ესეთივე მანქანა და ამ ტემპერატურის დატჩიკის მთლიანი კაბელი შევცვალე თავისი შტეკერით და გასწორდა ანუ დიაგნოსტიკაში პრობლემა მოიხსნა, მაგრამ მანქანა მაინც იგივე პრობლემით დარჩა.
3. შემდეგ შევცვალე ტოპლივო ნასოსი, რომელსაც ეხლახანს კაპ რემონტიც ჩავუტარე და მთლიანად მოგვარდა ტოპლივოს პრობლემო რომ სადმე შეიძლება წნევას კარგავდესო. მაგრამ არ გამოსწორდა მთავარი პრობლემა.
4. შემდეგ ჩავხსენი ბაკი და მთლიანად შევამოწმე შლანგები ბაკიდან მომავალი. არც ამან უშველა.
5. შევცვალე ყველანაირი ზეთი, ფილტრი პრაკლადტა და ა.შ.
6. შევცვალე ელექტრო პედალი მაგრამ რომ არ გასწორდა ისევ დავაბრუნე ჩემი.
7. კარობკაში შევცვალე ტვინი მოპარის ფირმის თავისი ზეთით და პრაკლატდა ფილტრით.
8. სულ ახალი გამოვიწერე მაპ სენსორიც, მაგრამ არც ამან უშველა.
9. საქსენის შლანგები შევცვალე რადგან ბოლით შევამოწმე და ბევრგან აპარებდა ჰაერს, ეხლა აღარ გაზდის არსად ჰაერი მაგრამ მაინც არ გამოსწორდა.
10. თერმოსტატი გამოვცვალე რადგან სულ ღია იყო და წყალი არ თბებოდა. (ეს ზამთარში შევამჩნიე რადგან ფეჩიც არ ირთვებოდა, წყალი სულ ცივი იყო)
11. დიზელის ფილტრი თავისი პრაკაჩკით და სპირალების გამათბობელით გამოვცვალე.
12. სპირალები შევცვალე ხუთივე, სულ ახლები დავაყენე თეგეტაში ნაყიდი, მაგრამ სპირალი ისევ გვიან ქრება.
ამ ყველაფრის შემდეგ მაინც იგივე პრობლემა აქვს, სპირალი გვიან ქრება, გაწევა არ აქვს და კონდენციონერი არ აციებს.
პ.ს. ბოდიშით უფრო მოკლედ არ გამოვიდოდა

))