guest_1kukaracha_moklesზეთთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, დანარჩენი დასკვნა თქვენ გამოიტანეთ

მოკლედ სუბარუში (4 სუბარუ მყავდა) ყოველთვის ვასხავდი თეგეტას მოტულს, 5/30-ს ან 5/40-ს. ბოლოს აღარ მომწონდა, ცოტა დაკლებაც დაიწყო. (5000 კმ-ზე 200-400 გრამი ტურბინიანისათვის საგანგაშო არ არის), უტურბინოში დავიწყე ენეოსის ჩასხმა, ერთხელ ენეოსის სუსტინაც კი ჩავასხი (35 ლარი ღირს

). სუსტინა სპორტული ზეთია და კარგი მონაცემები აქვს. სუბარუში ყოველთვის მიყენია ზეთის ტემპერატურის დაჩიკი. მოტული საკმაოდ ცხელდებოდა 100 გრადუსს უპრობლემოდ ცდებოდა და 110-მდეც ადიოდა ჩვეულებრივ. ენეოსის სუსტინა 100-105-ის ფარგლებში ცხელდებოდა. ეხლა გადავედი პეტრონას სელენიაზე, ვასხავ ტურბინიანებისათვის (ტურბინიან სუბარუში), ზეთის ტემპერატურა 90-100-ის ფარგლებში მერყეობს. (ტრეკზე არ დავდივარ, მაგრამ ქალაქშიც კარგად ვწურავ ძრავს). ენეოსს (5/30 ან 5/40 სეზონის მიხედვით) კაი ხანია ვასხავ ტოიოტა ვიტზში 1.0 ძრავში, 10 000-12 000-იც გაუვლია რომ დაგვვიწყებია გამოცვლა, დაკლების გარეშე. მე თეგეტას ჩამოსასხმელი მოტული აღარ მომწონს, ტურბინიანში რომ დატვირთვა აქვს ზეთს უტურბინოში ეგრე ვერ "დატვირთავ"

ასე რომ.... ენეოსს ცუდ ზეთად არ ვთვლი, ისე სუსტინას თურქეთი არ ეწერა

ეხლა ფიტში ვაპირებ ზეპროს ცდას, შედეგებს მოგახსენებთ

და კიდევ ერთი რამ, ჩვენი ბენზინების პირობებში არ გირჩევთ 8000-ზე მეტი გაატაროთ ზეთს

სასურველია 6000-ზე ცვალოთ, ძრავსაც შეინახავთ და პრობლემებიც არ შეგექმნებათ

უტურბინო 2 სიბარუზე რომ ჩამოვიდა იაპონელებს ყოველ 4 000-ზე ჰქონდათ ნაცვლელი ზეთი, არამგონია სულელები იყვნენ და იმათთან ცუდი ზეთი იყიდებოდეს

ეს ინფოსთვის

მე პირადად ტურბინიანებზე ვცვლიდი ყოველ 5 000-ზე და უტურბინოებზე 6 000-ზე. ყველა მანქანაზე (სუბარუს გარდაც)
This post has been edited by gio-8080 on 27 Mar 2016, 21:39