გილოცავთ ნათლისღებას!
დიდი ხანია აქ აღარ ვაქტიურობ და რაკი ისედაც მკვდარი სეზონია, პატარა ჩემს ცვილებებსაც მოგახსენებთ.
როგორც იქნა დიდი ხნის დაგეგმვის და მომზადების შემდეგ მოვიცალე და შევცვალე ძრავის ღვედები, თავის ყველა როლიკით და წყლის ტუმბოთი.

ფაქტიურად ყველაფერი უკვე მორყეული იყო. ჯერ ისევ იტალიაში შეცვლილები ეყენა და დაახლოებით 60 ათასზე მეტიც გაიარა წინა შეცვლიდან. აფერისტ იტალიელებს რაღაცეები ძველი დაეტოვებინათ. კბილანა ღვედის დამჭიმიც ცოტა მოშვებულიყო.

სამაგიეროდ ჩვენ კაი ჯიგრულად ავაწყეთ

და ძრავი ახლა საკაიფოდ ჩუმადაც მუშაობს.
ამათთან ერთად წინა კვირას შეიცვალა თერმოსტატიც, რომელიც ცალკე წამება იყო. სამაგიეროდ ახლა მანქანის გათბობა ისე უბერავს, თავის საუნაში გეგონება.
ოთხივე გიტარის შეცვლის შემდეგ, წინ რაღაც ხმები კვლავ დაიტოვა. ცუდ გზაზე ჯაყა-ჯუყი ისევ გაუდიოდა, თუმცა ძველებური კვნესების და ძვლების მტვრევის ხმები აღარ ჰქონდა

ვაგრძელებდი მიზეზების ძებნას, ზოგიერთნი ამორტიზატორბით მაშინებდნენ, მაგრამ მე მაინც სტერჟინებს ვაწვებოდი და ჩემი საყვარელი ბრენდის TRW-სი მალე დავითრიე საკმაოდ იაფად.

დღეს შევცვალე და ვუ'ალა, მანქანა ჩუმად და რბილად დადის. მარჯვენა მხარეს ერთი პილნიკი გახეულიც იყო და შიგ წყალი იდგა.
ასევე მივადექი მარცხენა სამუხრუჭე შლანგსაც, რომელიც მავანმა ადრე დამიზიანა და სამუხრუჭე სითხესთან ერთად შევცვალე. დილით მუხრუჭებმა მიმტყუნეს და დაუყოვნებლივ შევცვალე. თუმცა უკვე გამოცვლაც უწევდა, წინა შეცვლიდან 2 წელზე მეტი გავიდა.

მიუხედავად ამდენი ჯაფისა, გაწეული ხარჯისა მანქანა სუფთა გველეშაპია. ერთ თავს მოაჭრი 2 ამოსდის. დღეს სითხეს რომ ვცვლიდიდი, ასევე აღმოვაჩინეთ ცეპლენის ორივე ბაჩოკი ჟონავდა და სამუხრუჭეს მთავარიც ვერ არის ფორმაში. მოკლედ ისევ ახალი ხარჯი, დაგეგმვა და წვალება. ამ მანქანაზე ხომ მარტივად არაფერი კეთდება
პ.ს. კიდევ დამრჩა ხელის მუხრუჭის ტროსებიც, ასევე TRW-ს ფირმის. შეცვლას ვფიქრობდი და ყოველი შემთხვევისთვის ჩამოვატანინე, მაგრამ ჯერჯერობით არ მჭირდება. ვინმეს თუ დასჭირდება, რაც დამიჯდა ზუსტად იმავე ფასში მივცემ.