ნაბორი ვითხოვე
მოკლედ, ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე, ბოლობოლო გავართვი თავი თან მარტომ, 1 დამხმარე გაცილებით გაადვილებდა საქმეს,
ბარემ აღვწერ 1-2 სიტყვით რომ იქნებ კიდე ვინმეს დაჭრდეს და 150 ლარი არ მიათხლიშოს 5-6 საათს საქმეს.
სანამ ყველაფერს დაიწყეთ აუცილებლად მოიმარჯვეთ კლუჩების ნაბორი, შისტიგრანცების ნაბორიც. ასევე პასტა ფურცელი და სკოჩი.
პირველი ორი გასაგებია, დანარჩენი 3 (პასტა ფურცელი სკოჩი) დაგჭირდებათ კაბელების გარკვევაში, მე თითოეულ გამოერთებულ კაბელს ვაწერდი საიდან გამოვაერთე, პრინციპში ყველა უნიკალურია 1 კაბელი მხოლოდ 1 გან ჯდება, თუმცა ის მაინც რომ გამერკვია, რომელი რულის იყო და რომელი სიპდომეტრის
სამწუხაროდ სურათები ვერ გადავიღე, ძალიან ჭუჭყიანი ხელი მქონდა და ტელეფონს ვერ ვხმარობდი, მხოლოდ 1 სურათით შემოვიფარგლები

)
სანამ ტორპედოს მოხსნას შევუდგებით მოვხსნათ სპიდომეტრი, მაგნიტაფონი, საფერფლე, ყუთი და შუაზედა ჰაერის გამომშვები, ფეჩის რეგულატორი, ესენი ძალიან ადვილი მოსახსნელია სულ 1 ზომის შისტიგრანიკია საჭირო, 1 რთულად საპოვნი ბოლტი იმალება ფეჩის სიჩქარის მოსამატებელი კნობკის ქვეშ დანარჩენი ყველაფერი ჩანს ან გამოჩნდება. მოსახსნელად მივყვებით ქვემოდან ზემოთ, ანუ ჯერ სიგარეტი, მერე ყუთ, მაგნიტაფონი, და ა.შ.
რაც შეეხება ტორპედოს.
ესეიგი, ტორპედოს იჭერს სულ 9 ბოლტი, აქედან 3 მაღლაა განლაგებული, 4 დაბლა და 2 გვერდებში.
მაღლითა ბოლტების საპოვნელად უნდა მოვხსნათ პიშალკები და შუაში საქარესთან პატარა პლასმასის ხუფი..
ქვედა ბოლტები განლაგებულია 2 რულის ქვეშ კიდეებში, 2 მარცხნივ გადმოსახსნელი უჯრის ქვეშ კიდებში. (ეს 4 ვე ადვილი საპოვნელია )
რაც შეეხება დანარჩენ 2 ბოლტს, 1 მდებარეობს დამცველებთან, ხოლო მეორე გადმოსაღებ უჯრაში, როდესაც უჯრას გადმოვხსნით იქვე მარჯვენივ ჭერში არის პლასმსის ხუფი და ხუფის მოხსნისას გამოჩნდება ბოლტი.
პრინციპში ტორპედოს მეტი არაფერი აღარ იჭერს, ახლა მთავარია რული,
რულის მოხსნა არ გვიწევს საჭიროა მხოლოდ 4 ბოლტის მოხსნა, რითაც მიმაგრებულია მანქანის კარკასზე, ბოლტებს როგორც კი მოვხსნით და კაბელებსაც გამოვაერთებთ შეგვიძლია გადმოვხაროთ და მოვათავსოთ ძირს, ისე რომ ხელს არაფერში შეგვიშლის.
ტორპედო რომ მოვაძროთ იგი უნდა განვათავისუფლოთ კაბელებისაგან, რულთან გვაქვს 2 შუროპით მიმაგრება და ასევე ფეჩის სარეგულიროს თავზეც გვაქვს 2 შუროპით მიმაგრება.
ასევე აუცილებლად მოხსენით დამცველების ყუთის 3 ბოლტი, რომ როდესაც ტორპედოს მოვხსნით გაჩერდება ჰაერში და არ შეგიძლით ხელს. (არ გამოერთოთ დამცველები და სხვა კაბელები, ამის საჭიროება არ არის.
ჩემს მანქანას აქვს სიგნალიზაცია, ამიტომაც გადმოსახსნელი უჯრის მაღლა მდებარეობს დამცველები და რაღაცეები, რომლებიც ასევე 2 ბოლტიტ არის მიბმული ტორპედოზე, ესეც უნდა მოიხსნას. და შეიტენოს შიგნით. (არც აქ გამოაერთთ რამე)
ჩემი რჩევაა ტორპედოს მოხსნა დაიწყოთ მარჯვიდან და ნელნელა გამოხსნათ (თუმცა შეიძლება ჩაპრესილი იყოს და ჩაწებებული, ამიტომაც ცოტა ძალა იხმარეთ.)
ზოგ ადგილას კაბელები ხამუთებით არის მიბმული ტორპედოზე და ეს ხამუთები ჩასაჭრელი იქნება. მიყევით ნელნელა და ტორპედოს მოაძრობთ უპრობლემოდ.
შემდეგ მიიღებთ შემდეგ სურათს.

ფეჩს იჭერს 5 ბოლტი, 3 მდებაორებს შიგნით 2 კი გარეთ, შიგნით ჩანს 3-ვე მაღლა 2 ფეჩთან 1 ვინტილატორის, ხოლო გარეთ 1 გვაქვს წყლის შემავალი შლანგებიდან ოდნავ მაღლა და მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხენა მხარეს მაღლა კუთხეში.
ფეჩს მარცხნიდან უერთდება კაბელები, მხოლოდ ზედა მხარის გამოერთებაა საჭირო, დანარჩენი რჩება ფეჩის კორპუსზე.
უი ხო შლანგების მოხსნა არ დაგავიწყდეთ გარედან, ისე არ გამოვა ფეჩი
ფეჩიც საკმაოდ ჩაწებებულია და აქაც ძალაა საჭირო

(ფეჩი გამოდის თავის ვინტილატორიანა მთლიანად. ზედმეტი ბოლტები არ მოუშვათ.
რაც შეეხება რადიატორს უკანა მხორდან მხოლოდ 2 ბოლტი იჭერს და გამოცურდება საკაიფოდ. თუ ბევრი წყალი აქვს გაშვებული ჟანგი იქნება შიგნით და გამორეცხეთ წყლით უეჭველი.
მოკლედ ესაა რა, აწყობით ყველაფერი იგივე ოღონდ უკნიდან
ყველაზე კაიფი მომენტი იყო როცა ავაწყე და დაიქოქა
და ბოლოს სერჩის ქივორდები გუგლისთვის, Fiat Punto, punto, ტორპედო, ტორპედოს მოხსნა, ფეჩს რადიატორი, რადიატორი, fiat punto ფეჩი. punto ფეჩის რადიატორი
This post has been edited by sabuk on 18 Apr 2016, 10:45