რაქენით რა მოითათბირეთ? გილოცავთ ყველას ბზობას.
გუშინ დავისვენე ცოტა და მხოლოდ რადიატორი და აკუმულატორი მოვხსენი, გვიან დავიწყე, სანამ გავრეცხე მანქნ გავაპრიალე შიგნიდან გარედან. დღეს ჩამოვიღე ძრავი, დავშალე სიჩქარეების კოლოფიც და ძრავიც მთლიანად, კალენვალი არ მომიხსნია ჯერ, დანარჩენი ყველაფერი მოვხსენი, "გალოვკებიც" მოვხსენი ისე რომ არ მომიხსნია "რასპრედვალები"

, ცოტა მოხერხება უნდა.
მეორე და მეხუთე ცილინდრში გამშვები სარქველები შავია, არასრული წვა, ჰაერის ნაკლებობას ვერ დავაბრალებ ყოველშემთხვევაში მეხუთეს მაინც რომელშიც სვეჩის თავი სულ შავია

. სავარაუდოდ სვეჩები და მგონი ჩემ 7 ლარიანებს დავაყენებ

.
მაგრად გამიჭირდა მახავიკის მოხსნა, ზედმეტად გადამიჭერია და გავღუნე 17-იანი შესანიშნავი "კლუჩი", მივიღე ჭრილობები ფეხზე და ხელზე

, იმხელაზე გადავარდი უკან დავანგრიე ყველაფერი

, კიდევ კარგი არავინ დამინახა.
"ვკლადიში" ერთ შატუნზე, საოცარი ფორმისაა..
ერთი ვერ გავიგე, ადრე რომ მოვხსენი ცეპლენიის მანჟეტი თუ რაცაა, სითხე თავისით გადმოდიოდა და ეხლა არ გადმოვიდა, ნეტა რატომ..
დრო დამეხარჯა მანქანის აწევაში, ხან ერთი აგური არ წავიდა, ხან მეორე

. შემშვები არ მომიხნია და მაღალზე მომიწია აწევა.
ისე ერთი "გალოვკა" თეთრია და მეორე ყვითელი, ადრეც ვფიქრობდი და მგონი ზედა გამოცვლილია, ნაწვალებიც ეტყობა. 1 "შატუნი" დაკბეჩილია.. კი ვიცოდი მეორე რემონტზე რომ იყო, მაგრამ მერსედესის "ვკლადიშებზე" თუ იყო ვერ წარმოვიდგენდი, ოღონდ ცენტრალურები, პატარები თავისია.
ტელეფონი დაჯდა და ნათებით ვეღაავ ვიღებდი სურათს. თუ ვინმეს V6-ის დაშლა უნდა კონსულტაციას გავუწევ







