ჩემი საჭის კაკუნის ისტორიის გაგრძელება.
ხელოსანთან (ხადავშიკ) ერთად ქვევიდან დეტალური დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ საჭის აღებისას ტრავერსის მარჯვენა ვტულკა სადაცაა დამაგრებული იმ ადგილას "ზაზორი" მცირდებოდა, ნებისმიერ მხარეს საჭის აღებისას. მარცხენა ვტულკის ადგილას უცვლელად იყო.
რადგან სხვა არაფერი საეჭვო არ იყო ვივარაუდეთ რო იმ ადგილში იყო კაკუნის წყარო, თან ხმაც მარჯვენა მხრიდან მოდის თითქოს.
მოკლედ გადავწყვიტე რო ბარემ რაზვალნი ვტუკლებიც გამომეცვალა, მაინც გამოსაცვლელი იყო უკვე. რეიკაზე ჩალიჩს ვიფიქრე იქნებ და მართლა ტრავერსის ვტულკის ბრალიაო თქო. თანაც რუსთავში რეიკის ხელოსანი არ არისო და მოკლედ ვტუკლებით გადავწყივტე დაწყება.
აქ ტრავერსის ვტულკა ლემფორდერის ღირდა ცალი 36 ლარი თეგეთაში აქციით. ლემფორდერი კაი ფირმაა და ხარისხის მიმართ პრეტენზია არ გამჩენია, მაგრამ ცოტა მეძვირა.
ასევე რაზვალნი ვტულკაც დაახლოებით ეგრე 35-40 ლარი ღირს ფებესტის. აქაც არჩევანი დიდი არაა.
მოკლედ რადგან 4 დეტალი მქონდა საყიდი, დავძებნე უკრაინულ exist-ზე და იქიდან ვიყიდე რაც მინდოდა. არჩევანი გააცილებით მეტია და ფასებიც ჭრელი საკმაოდ.
მოკლედ ვიყიდე ფებესტის რაზვალნი ვტულკები და რენოს ტრავერსის ვტუკლები.
სულ ოთხივე ვტულკა თავის ჩამოტანიანა დაჯდა 90 ლარი!!! აქ მინიმუმ 140 ლარი უნდოდა. მგონი ღირს იქიდან ჩამოტანა თუ საჩქარო არაა რა თქმა უნდა.
კოდები მაქვს ნაწილების და თუ ვინმეს გჭირდებათ, შემიძლია გაგიზიაროთ. ასევე ჩამოტანის ამბავშიც დაგაკვალიანებთ.
დღეს გამოვცვალე ზემოაღნიშნული ვტუკლები (ხელობა 60 ლარი), მაგრამ კაკუნი დარჩა სამწუხაროდ.
კიდე გულდასმით შევამოწმეთ. ჩაშკებიც ვნახეთ. დაჯდა ხელოსანი კრილოზე და ჩაშკაზე ხელმოკიდებული ვატარე

მაგრამ კაკუნის წყარო არ იყო ჩაშკებში.
სავალ ნაწილში კიდე აღარაფერი იყო რო ხმა რამეს გამოეწვია.
ამგვარად, მსჯელობის მერე რეიკის ბრალეულობა ივარაუდა, მაგრამ რადგან თვითონ რეიკებზე არ მუშაობს და რუსთავშიც არავინ ვიცი რეიკებზე რო მუშაობდეს, დროებით შეგუებული ვარ ამ ოხერ კაკუნს ისევ.
რაც შეეხება რეიკის ხელოსანს. ვაშლიჯვარშიაო და კიდე ორთაჭალაში ავტოგზალზე არიანო.
ვინმეს შემთხვევით შეხება ხომ არ გქონიათ რომელიმე სახელოსნოსთან რო კონკრეტულად მითხრათ სადაა ან საკონტაქტო ტელეფონი? რო ტყუილად არ ვიკატავო რუსთავიდან თბილისში.========================================================
ამ ვტუკლების გამოცვლის მერე "სხაჟდენიეს" გასწორება მჭირდება?

========================================================
ლევან, იქნებ შენი ნომერი ისევ მომწერო. პატარა კონსულტაცია მინდა ისევ თორე თვე გავიდა მგონი რაც ვილაპარაკეთ და კი დამავიწყდა უკვე რეებიც მითხარი

P.S.
რაც შეეხება შეხვედრის საათს.
მე მაწყობს და მირჩევნია 5სთ-ის მერე.
თქვენც დაწერეთ ვის როდის გცალიათ.
This post has been edited by ჩეჩა on 2 Jun 2016, 21:04