დილა მშვიდობის ბიჭებო.
რა მაინტერესებს.
მოკლედ კარობკის ზეთი, როგორც მითხრეს ფერს არ იცვლისო. შესაბამისად გამოსაცვლელი არის თუ არა ვერ გაიგებო თუ არ იცი რამდენი აქვს გამოცვლის მერე გარბენი.
ეხლა რა ხდება. აქ როგორც წავიკითხე წინა პოსტებში, კარობკის ზეთის სრულ გამოცვლაზე. უწერიათ, რომ ბოლომდე გამოყვანა ხელოსანმა შლანგიდან სანამ შავი გადმოდიოდაო.
ხოდა, შავდება თუ არ შავდება?

ანუ ზეთის მდგომარეობით შეუძლია მითხრას ხელოსანმა გამოსაცვლელია თუ არა?
ხო, ილოსთან მყავდა ადრე და 4000 იყო კარობკის მთვლელში დაწერილი. არ გამინულებია. ილომაც ზეთI ნახა და მშვენიერიაო ჯერ იარეო.
ანუ რა ვქნა ახლა არ ვიცი
1. ვის შეუძლია ზეთის მდგომარეობის შემოწმება? მართლა შავდება?
2. 4000 რო აქვს დაწერილი ესეიგი უნდა ჩავთვალო, რომ იაპონიაში რო გამოცვალეს გაანულეს კიდეც და იმის მერე არის ეს 4000.
3. გარდა იმისა რომ გაწევა უმცირდება (ღმუის და არ მიდის კარგად მანქანა) კიდე რითი შემიძლია გავიგო პარობკას ზეთის გამოცვლა უნდა თუ არა.?
4. ეს დაბალი გაწევა, მხოლოდ ელექტრო პონტია და მთვლელის ციფრის მიხედვით აგდებს გაწევას? თუ რეალირად შიგნით ზეთის მდგომარეობის შედეგად?
პ.ს. ისე ნორმალურად კი აქვს გაწევა. თუმცა მაინც მეშინია ზედმეტი არ ვატარო ცუდი ზეთით.
თან თუ კარგია ზეთი არ მინდა 400 ლარი ტყუილად გადავიხადო ჯერ

(მთლიანად მინდა გამოვცვალო 8 ლიტრი)
მანქანას კი აქვს 184 000 უკვე გავლილი. 178 000 ქონდა, 6000 ჩემ ხელში გაიარა.
This post has been edited by irakli_oracle on 21 Jul 2016, 10:51