ეგრე ქენი

მაგრამ აგიხსნი მაინც: სვეჩის დასახელებაში რიცხვი მიუთითებს, რომელი საფეხურის სვეჩია. ცივია თუ ცხელებს მიეკუთვნება. რაც უფრო მატულობ რიცხვი, უფრო ცივისკენ მიდის. სუბარუს სტოკში მოყვება NGK PFR6B ან PFR6G. ან 6 არის იგივე მაჩვენებელი, მაგრამ NGK-ში პირიქით არის, რაც უფრო დაბალია რიცხვი, მით უფრო ცივია სვეჩი.
PFR6B-ის შესაბამისი, დენსოებში არის IK20. IK22 არის ერთი საფეხურით ცივი. უპირატესობა აქვს ის, რომ შედარებით უკეთესი ისკრა აქვს ცხელთან შედარებით. მინუსი კი ისაა, რომ სანამ გახურდება ძრავი, შეიძლება ოდნავი პერებოი ჰქონდეს. იმდენად მცირე, რომ შეიძლება ვერც მიხვდე, კარგად თუ არ დაუკვირდები.
ანუ ცივი სვეჩი ცხელ ძრავზე უკეთესად მუშაობს. ცხელი სვეჩი კი პირიქით.
ეხლა, დასკვნა შენ თვითონ გამოიტანე. რომელი უნდა დააყენო, ცივი თუ ცხელი სვეჩი.

ეხლა შეიძლება ისიც მკითხო, ბარემ NGK ხომ არ დავაყენოო

ამიტომ პირდაპირ გეტყვი: PFR6B არის პლატინის სვეჩი. IK20 კი ირიდიუმია. პლატინა უფრო დიდ ხანს ძლებს, მაგრამ ირიდიუმს უკეთესი ისკრა აქვს

ასე, რომ ყველაფერს აქვს თAვისი პლიუსი, ისევე როგორც მინუსი. არჩევანი კი იმის მიხედვით უნდა გააკეთო, თუ რისთვის გჭირდება შენ.
This post has been edited by VADA on 7 May 2016, 23:36