VADAamemishishiმარშრუტს არა უშავს მაგრამ შევიტან ცვლილებებს, ბატეთის ტბა აუცილებლად უნდა ამოვიღოთ, იმიტომ რომ ერთი დღე მიაქვს მარტო მანდ მისვლას, ვიცი რა გზებიცაა და მანდ არამგონია რომელიმემ მანქანა გაიმეტოთ, თუმცა რომც გაიმეტოთ ბოლომდე მისვლის შანსი ნოლია

ფეხით ასვლაც სისულელეა დრო მიაქვს ბევრი და იღლები მაგრად,
ჩემი რჩევა იქნება და მგონი დამეთანხმებით: შაბათს გააჩნია რომელ საათზე წავალთ, თუ დილით გაწყობთ (მაშინ უნდა გავენთავისუფლო სამსახურიდან) სხვანაირად დაიგეგმება, თუ საღამოს გადავწყვიტავთ მაშინ კიდევ სხვანაირად
ისეთი ადგილები უნდა ავირჩიოთ სადაც ბოლომდე მივალთ მანქანით, რადგან მცირე დრო გვექნება ყველაფრის სანახავად.
თუ შაბათს დილით წავალთ:
დღე პირველი.
1. ქარელი, ყინწვისის მონასტერი.
2. მანდვე ძამის ხეობაში არის რამოდენიმე მაგარი ადგილი სადაც შეიძლება მანქანით მისვლა.
3. სურამი, სურამის ციხე.
4.ბორჯომი, ბორჯომის პარკი, შემდეგ ავალთ პლატოზე და დავტკბებითბორჯომის ხედით.
5. იქვე პლატოზე არის დედათა მონასტერი ჩაკარგული ზღაპრულ ბუნებაში.
6. მიუყვებით პლატოდან ცემისკენ მიმავალ გზას და ცემამდე არ მისული არის ულამაზესი ადგილი ულამაზესი ეკლესიით,
7.ვჩერდებით წაღვერში და ავდივართ პარკში მჟავე წყლებზე.
8.წაღვერიდან 3 კილომეტრში არის ჩემი სოფელი, ავდივართ სოფელში და ვინახულებთ ღვთის მშობლის მიძინების სახელობის მონასტერს.
9.მონასტერთან ახლოში სადაც ჩემი ფოტოებია გადაღებული (ზემოთ რაც დავდე) მივდივართ იქ და ვიპოზიორებთ მაგ ულამაზეს ხედზე მაქნანებთან ერთად
10. დაღლილ დაქანცულები ვბინავდებით ჩემს სახლში, ეზოში ავაშიშხინებთ მწვადებს და აივანზე ულამაზეს ბუნების ხედზე გავშლით სუფრას

მოკლედ ჩემს გარდა მაქსიმუმ 8 კაცს დავატევ სახლში

დღე მეორე;
1. მივდივართ ჩემი სოფლიდან 3 კილომეტრში გუჯარეთის მხარეს ულამაზეს მიტარბის ჩანჩქერზე, იქვე ვსვავთ ძალიან გემრიელ მჟავე წყლებს.
2. წაღვერთან ახლოს დაბაში არის ძალიან მაგარი ეკლესია კლდეში.
3. დავაწვებით ახალციხის მიმართულებით და გზად შევივლით მწვანე მონასტერში.
4. მოვინახულებთ რაბათის ციხეს.
5.მოვინახულებთ ვარძიას.
6. ჩერეზ წალკა ვბრუნდებით ტიფლისში

მომწერეთ თქვენი მოსაზრებები და შევიტანოთ ცვლილებები არ არის პრობლემა...
თანხას რაც შეეხება საწვავის გარეშე, კაცზე 40-50 ლარი ყელში ამოგვივა თავის რაბათიანად სადაც ბილეთი 6 ლარი ღირს მაგათი....... მოკლედ ძალიან მაგარ ვიქენდს მოვიწყობთ მთავარია მოვინდომოთ.
ვადგენ სიას:
1. რეზი ( rezusi2 )
2. აბა ვინ იქნება შემდეგი?
This post has been edited by rezusi2 on 11 May 2016, 16:48