
ჩვეულბრივი 4 საფეხურიანი, ზედმეტი ფანტაზიების გარეშე. ჩემი აზრით უკვე მოძველებული ანუ "დინოზავრი", რომელიც უკვე ბარდება წარსულს და მისი ეპოქა 2000-იანებში უკვე აღარ არის, თუმცა ინერციით მაინც ყენდებოდა, ბენზინის ძრავებზე. ყველაზე დიდი ნაკლი არის საწვავის ხარჯი რაც მაგალითად ზაფირასათვის, 1.600 კილო მანქანაა, შეადგენს 13 ლიტრი და ზევით. ისე არც ასტრები უჩივიან ამ კოლოფებზე მადას. (იმიტომ ვერ პასუხობს თანამედროვეობას, თორემ სხვა მხრივ მუშა მექანიზმია)


სწორედ 2000-იანების დასაწყისში დაიწყო მასიური ცდები ახალი კოლოფების დასამუშავებლად და გარდა ვარიტორი კოლოფებისა შეიქმნა ეგრედეოდებული MMT კოლოფები რომლებიც ასევე ყენდებოდა ტოიოტაზე, მაგრამ დიდი ვერაფერი. მუშაობის პრინციპი შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგრამ გარდა იმისა, რომ ძველ ავტომატე ეკონომიურია, დადებითი ის აქვთ კიდევ რომ შემდგომში უფრო დახვეწეს, მაგრამ პირველი თაობები საკმაოდ თავისებური მოსახმარია, ერთი სიტყვით მე არ ავიღებდი 2010 წლამდე გამოშვებულს. ხო დამავიწყდა მეთქვა, რომესეც ბენზინზე ყენდებოდა და ქალაქში წვა 8-10 ლიტრის ფარგლებში იყო.

ესაა 6 საფეხურიანი ავტომარი (იყენებს ფიატი, ფოლკსვაგენი, სააბი და კიდევ რამდენიმე, ოღონდ აღარ მახსოვს). ყენდებოდა დიზელებზე (ეს ძრავებიც ასევე რამდენიმე მწარმოებელში გამოიყენება) ძირითადი დადებითი, ისაა, რომმანქანას აქვს ე.წ კოლოფის ტვინი


აი ესეთი რამ. რაც ნაკლიცაა და დადებითიც, ნაკლი ისაა, რომ თუ არ მოუარე და გაფუჭდა მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს და ეს სიამოვნება სადღაც 500 ლარის ფარგლებში ჯდება. მოვლაში ზეთის დროულად შეცვლა იგულისხმება, მეტი არაფერი. სამაგიეროდ თუ მუშაობს, ფაქტიურად უკვდავი მექანიზმია. მანქანას რთავს რბილად, მე პირადად 100-110-ფარგლებში უკვე 6 სიჩქარეს მაძლევს და 75-80 ფარგლებში 5-ს. მანქანას ხდის საკმაოდ ეკონომიურს და ქალაქის პირობებში წვამ შეიძლება 6.5-7 ლიტრი შეადგინოს. (ჩემი თერმოსტატია გაფუჭებული, მუდმივად ღიაა და წვა მიუხედავად მაგისა ქალაქში 8.5-9-ს შეადგენს. ძრავი გვიან ცხელდება ან ვერ ცხელდება და შეიძლება ტემპერატურამ 65-68 გრადუსამდეც დაიწიოს თუ დაღმართზე ჩამოვდივარ, ან კრეისერული სიჩქარით ვმოძრაობ, რაც დამეთანხმებით ძალიან მოქმედებს წვაზე, მითუმეტეს დიზელზე. , ახლა ვაპირებ თერმოსტატის გაკეთებას, რომ გავაკეთებ იმედი მაქვს რომ ასე 1,5-2 ლიტრას დაიკლებს წვა, ყოველ შემთხვევაში 7.5 მაქსიმუმი უნდა იყოს ქალაქის რეჟიმისთვის) ბრუნვები წყნარად თუ მიდიხარ ასე 80-90 ფარგლებში უჭირავს 1700-1750 ის ქვევით 50-60 შეიძლება 1000-1200 არ გაცდეს, თუმცა ოდნავ მიდგმაზე ეგრევე რეაგირებს და არშეგარცხვენს. რაც შეიძლება მმტ კოლოფმა ვერ ქნას და უცებ გადაწყვიტოს, რომ კი არ უნდა აჩქარდე, არამედ შეუნელო და სიძქარე დააგდოს



და ბოლოს არის ჩვეულებრივი მექანიკები. მე პირადად არ ავიღე 2 რამის გამო
1. მოუხერხებელია თანამედროვე ქალაქში, გინდა თბილისი, გინდა რუსთავი, გინდა ქუთაისი და გინდა ბათუმი. საცობებში წვალობ მოდების (ცეპლენიის) ჩართვა-გამორთვაზე, ასევე ორივე ხელი დაკავებული დაქვს როდესაც ან მობილურზე უნდა აკრიფო ნომერი ან ბავშვს მიაქციო ყურადღება ან წყალი დალიო ბოლოსდაბოლოს.
2. თანამედროვე ავტომატები ( 4 საფეხურიანზე არ ვამბობ) მექანიკაზე ეკონომიურია ან იგივეს წვავს. ვიღაცამ შეიძლება არ დამიჯეროს, მაგრამ თანამედროვე ავტომატები "ჭკვიანი ავტომატების" სახელითაა ცნობილი. ანუ კოლოფი იმახსოვრებს მძღოლის ტარების მანერას და იმის მიხედვით ცვლის სიჩქარეებს. თუ ნელა დადის მღღოლო დაბალ ბრუნზე ცვლის და თუ ჩქარა სწრაფად და მაღალ ბრუნზე, რაც დამეთანხმებით მექანიკაში ვერცერთ მძღოლი ვერ გააკებს, ღომ მუდმივად ტახომეტრს მიჩერებოდეს და გადართვის დიაპაზონს მუდმივად აკონტროლებდეს. აქედან გამომდინარე ერთნაირი წვის პირობებშივ კი კომფორტს ირჩევ ადამიანი.
აი ესაა რაც ვიცი. ცოტა ჩემი მოსაზრებებიც ჩავდე, მაგრა, იმედია არ დამძრახავთ


This post has been edited by progresi on 24 Apr 2016, 11:07