ძალიან მაგარი რამეა. დაისვენებ იმენნა. კისერს აღარ აიტკიებ.

არც ღამე აჭყიტებს, გინდა პროჟექტორები მოგანათონ.
ერთი პატარა მინუსი ისაა, რომ ცუდ გზაზე დრაჟენიობს.

თუმცა არ ირევა ადვილად. ადვილად კი არა, არ ირევა.
მოკლედ, როგორც მინიმუმ, გახედვის (ცხვირის გაყოფის) აღარ გეშინია რა. ანუ სარკეში მთლად იდეალურად არ ჩანს მანძილი შემხვედრ მანქანამდე, მაგრამ ძალიან ახლოს არის თუ შორს არის, ამას კარგად ხედავ.
სიშორის განსაზღვრაც შეგიძლია, მაგრამ ამას უკვე დამატებითი წამები ჭირდება და ამ დროს შეიძლება მოულოდნელად დაგიმუხრუჭოს წინ მანქანამ ან მარჯვნიდან რამე შემოვარდეს, თუნდაც ცხოველი. უფრო მეორე ვარიანტია საშიში პირველთან შედარებით იმიტომ, რომ წინ მიმავალი მანქანის მარცხენა მხარე გიჩანს მაგ სარკეში და თუ დაამუხრუჭებს, დაინახავ, თუ დამწვარი არ აქვს ნათურები.
This post has been edited by serjhanti on 20 May 2016, 11:08