მამაჩემს ჰყავს 2006 წლიანი. ხოდა, წვა 17 ზე ქვევით მეეჭვება დააწვევინო, ძაან უნდა ეფერო პედალს და პროპკებსაც მაქსიმალურად აცდე

ნუ ეხლა, სანაპიროზე და გარეუბნებშI გორაობით, კი ჩამოიყვან 16-ზე

ცოტა აგრესიულად თU ატარებ მანქანას, 20 კი არა, კაი 25-26 და ზევითაც წერს კომპი

პრობლემები, რა გითხრა აბა, 1 წელზე ცოტა მეტია რაც გვყავს და ზამთარში საბარგულის კარების ამორტიზატორებს უჭირთ ღია კარების დაჭერა

იგივეა კაპოტზეც. მეტი მაგ მანქანაზე პრობლემა არ გვქონია. 60 მილი ორიგინალი გარბენი ჰქონდა რო ვიყიდეთ და სადღაც 11-12 K კმ გავატარეთ 1 წელში. უგზოობაზე წინა მოდელივით მაგარი არაა, მარა დადის რაა, ML-ს და X5-ს წესით უნდა აჯობოს. 100-110 ით სიარულისას, ტრასაზე კრუიზით 11-12 ლიტრს წვავს. კრუიზის გარეშე, 3 კაცი ვისხედით 9 ლიტრი დავაწვევინე გორამდე (90-100 ით ვიარე).
მე, ჩვენი მანქანის შემხედვარე, გირჩევ მაგ მოდელს, ოღონდ კარგად შეამოწმე, რამე პრობლემა არ ჰქონდეს. ნაწილების ფასები როგორც ვიცი, არაა ძვირი. სიარულით სასიამოვნოდ დადის, ოღონდ გაწევა არ უნდა მოსთხოვო, 3.7 კი არის, მაგრამ 3.2 იან ML_ზე ნაკლები ცხენი ჰყავს, თუმცა ასწრებს 3.2 იან ML-ს
This post has been edited by volovo s on 13 Aug 2016, 16:22