ბაზარი არაა. აქ და ებაიდან გამოწერითაც გაცილებით მეტი ჯდება 6 ცალი, მაგრამ 4 ცალი თუ 50 ლარი ღირს, გამოდის რომ ცალი ჯდება 12.50 ლარი. გადაამრავლებ 6 ცალზე და იღებ 75 ლარს.

კახელი ყიდის საზამთროს და უწერია: 1 ცალი საზამთრო 3 ლარი. 3 ცალის ყიდვის შემთხვევაში კი 10 ლარი !
გამოივლის ქალაქელი ტიპი:
კაცოუ, შეცდომით რო გიწერია, ვერ ხედავ ? 3 ლარი თუ ღირს 1 ცალი საზამთრო, 10 ლარი რატომ უნდა მოგცე ? მარკეტინგისა არაფერი იცი ? მეტ რაოდენობას თუ ყიდულობ, მეტი რატომ უნდა ღიდეს ცალი ?
მა როგორ გინდა ? – პასუხობს კახელი – თუ 1 ცალი გინდა, 3 ლარია. თუ 3 ცალი გინდა, 10 ლარი ღირს.
მივა ეს ტიპი, გამოართმევს ერთს და მისცემს 3 ლარს და თან ეკითხება.
ვიყიდე 1 ცალი ?
კი – პასუხობს კახელი.
აბა კიდევ ერთი მომე. ეუბნება ისევ ქალაქელი. გამოართმებს კიდევ 1 საზამთროს და მისცემს კიდევ 3 ლარს.
ვიყიდე 2 ცალი ? ეკითხება ისევ.
კი – პასუხობს ისევ კახელი.
ჰოდა, მომეცი ეხლა კიდევ 1 ცალი – ეუბნება და გამოართმებს მესამედ 1 ცალ საზამთროს. მისცემს ისევ 3 ლარს და ეკითხება კახელს.
ეხლაც ვერ გაიგე ? 3 საზამთრო ვიყიდე და 9 ლარი მოგეცი. ეხლა რატომ უნდა ღირდეს 3 ცალი ერთად 10 ლარი ? და თავის ქნევით წავა.
კახელი აიჩეჩავს მხრებს და ბურტყუნებს თავისით: უკვე მეხუთე კაცი გავუშვი 3 საზამთროთი ხელში და კიდევ ესენი ამბობენ მარკეტინგი არ იციო ....
იმედია საწყენად არ მიიღებ
This post has been edited by VADA on 24 Jun 2016, 17:48