E90/E91/E92/E93 არის BMW-ს მესამე სერიის მეხუთე თაობა და წარმოადგენს კომპაქტურ-წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილს. ის იწარმოებოდა დაახლოებით 2004 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. 2009 წელს, რესტალინგის შედეგად მოდელმა რიგი ვიზუალური ცვლილება განიცადა.
ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და არამარტო.
სედანი (E90)
უნივერსალი (E91)
კუპე (E92)
კაბრიოლეტი (E93)
ზოგადი ინფორმაცია:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ მოდელს აქვსს როგორც ბენზინის ასევე დიზელის ძრავები. ძირითადად ვხვდებით უკანა წამყვან მოდელებს, თუმცა არც ოთხივე წამყვანიანია იშვიათობა. ყველანაირი მოცულობის ძრავზე არსებობს ორი ვარიანტი ან 6 გადაცემიანი მექანიკურ სიჩქარეთა კოლოფი ან 6 გადაცემიანი ავტომატური კოლოფი, გამონაკლისია 1,6 ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომელიც მხოლოდ მექანკური გამოდიოდა.
ამ თაობის მესამე სერია საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, იგივე კლასის ავტომობილებში - საბაზისო კომლექტიც საკმაოდ სოლიდურად არის აღჭურვილი "ნავაროტებით".
ძრავები მონაცემებით:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩვენთვის კი უფრო საინტერესოა როგორი გამომდგარია და რა პრობლემები იჩენს თავს ამ მოდელებში დროთა განმავლობაში.
რასაც ამ თემაში განვიხილავთ ხოლმე.
მცირედი ინფორმაცია:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სავალ ნაწილებში განსაკუთრებული პრობლემები არ ახასიათებს, სურპრიზები იშვიათია, ნუ დრო და დრო როგორც ყველა მანქანას, მით უმეტეს ჩვენ გზებზე, მიხედვა ჭირდება.
ქარხნულად ეს მანქანები გამოდის RunFlat საბურავებზე. ეს კი ნიშნავს იმას რომ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. ბევრად გრუბია (ჩვეულებრივ საბურავებზე გადაყვანით უფრო მსუბუქად იმართება, მაგრამ მოსახვევებში შედარებით კარგავს სტაბილურობას)
2. არ აქვს სათადარიგო საბურავი და არც მისი ჩასადები ადგილი (RunFlat-ით შეგიძლიათ რამდენიმე ათეული კილომეტრი დაშვებული საბურავით გაიაროთ, რა თქმა უნდა დაბალ სიჩქარეზე)
ძრავებზე და მათ გამძლეობაზე ბევრი მოსაზრება არსებობს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მაგრამ სწორი ექსპულატაციის და მოვლის შემთხევაში, საკმაოდ სანდო ძრავებია.
ბენზინის "ჭამა" იშვიათი მოვლენა კი არა, თითქმის აუცილებლობაცაა ხშირ შემთხვევაში. თუ სხვა და სხვა ინტერნეტ რესურსებს და მანქანის მოხმარების ინსტრუქციას ვენდობით, ტარების მანრიდან გამომდინარე 2ლ/10000კმ-ზე ნორამლურად ითვლება.
მექანიკური გადაცემათა კოლოფი საკმაოდ გამძლე და სანდოა, იგივე შეიძლება ითქვას ავტომატურზეც, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც განსაკუთრებით კი ოთხივე წამყვან ავტომობილებზე. ასევე ბევრი ჩივის ბიძგებზე გადართვის და შენელების დროს, განსაკუთრებით ცივზე რაზეც პასუხია ორნაირია ან ვეჩვევით ასეთი მუშაობის სტილს ან პროგრამული ჩარევით ვაუმჯობესებთ.
რიგი პრობლემებიდან ასევე აღსანიშნავია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბენზინის ძრავებში კატალიზატორის მწყობრიდან გამოსვლა (40-70 ათას კმ-ზე), საჭის ჰიდრო გამაძლიერებლის გაფუჭება და სხვა ბევრი წვრილმანი. ზოგიერთ ძრავზე საკმაოდ ხშირია წყლის პომპის და მაღალი წნევის ნასოსის გაფუჭება რისი გამოცვლაც არც თუ იაფია.
335 E92-ზეც ორიოდე სიტყვაა სათქმელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მოდიფიკაციია, სტოკიც საკამოდ კარგად დადის და დაწიუნინგებაც შედარებით მარტივი და იაფია, ატმოსფერულ ძრავებთან შედარებით.
წინა თემებში ბევრი დაწერილა ამის შესახებ და თუ დაგაინტერსებს, ამ საკითხში გამოცდილებს მიმართეთ. მოდელის ფასები 6-დან 15 და მეტიც კი გააჩნია ვის როგორი უნდა: რა ძრავზე, რა კომპლექტით, რა გარბენით, რა მდგომარეობაში, შეღებილ-შეუღებავი, დარტყმულ-დაურტყმელი და რაც მთავარია რომელი ქვეყნიდან.
ზეთებს სხვა და სხვას ვასხამთ:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე და რამდენიმე mobil1 new life 0w40 LL1 დაშვებით. (ITA-ში ნაყიდი)
სხვები კასტორილი, მოტული, ვალვოლაინი და ა.შ.
ერთიანი მოსაზრება რომელია კარგი და რომელი ნაგავი, არ არსებობს.
ხელოსნები - არავის არ ვუწევთ რეკომენდაციას და ყველნაირ პასუხისმგებლობას ვიხსნით შედეგებზე უბრალოდ ვწერთ ჩვენი გამოცდილებით ვისთანაც გვქონია შეხება. სხვებსაც დაწერენ ბიჭები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე ვისთანაც შეხება მქონია ლევანი გაბელია: 574999918 და გიორგი სულავა:577005101, მეტი დეტალები აქ
სულავა & გაბელიაპირადად მე კმაყოფილი ვარ სერვისით
რუსლანა ყველა BMW-ს პატრონს გაუგია მაინც და იყოს საკონაქტო, ზაჰესში მუშაობს ხიდთან ახლოს 599583529 ძრავზე და სხვა დეტალებზე.
მე პირადად ტელეფონში ისეთი ფასები მითხრა, აღარ გამიჩნდა მისვლის სურვილი. ნუ ამბობენ მაგარიაო
ხადავიკი ბალუ 599454508, BMW-ს პროფიაო ამბობენ
F1-ის ბოქსებში ქსნის ქუჩამდე არ მისული, დიდუბის ხიდანთან სანაპიროზე.
"ცენტრი" ომეგა მოტორსი. რა თქმა უნდა უძვირესია ფასებით და ისე რა სერვისით. ნუ აპარატურა კარგი აქვთ
წინა თემების ლინკები:
BMW E90 -E91-E92 მოყვარულთა კლუბი Part 1
BMW E90 -E91-E92-E93 მოყვარულთა კლუბი Part 2
წინა თემის ტოპ 10 უსაქმური
Fantast1k 308
abes777 243
nDroid 197
ikaveru 166
mazurskii 126
l-e-v-a-n 96
ME 62
Kurupt_123 41
ზურა2011 29
classical 25
This post has been edited by nDroid on 28 May 2016, 23:01