ბატონო ჰონდავოდებო, ერთი ესეთი კითხვა მაქვს სივიკთან დაკავშირებით და იქნებ ცოტა დამაკვალიანოთ.
მაინტერესებს სამომავლოდ სივიკი FD1 ძარაზე, მაგრამ აუქციონის ფურცლითა და შასის ნომრით ვერ ვგებულობ ავტომატიკაა თუ ვარიატორი, ნავიგაციითაა (2 დინიანი ეკრანით) თუ არა, კამერები აყენია თუ არა.
მაგალითად ნისანებზე, შასის ნომრის მიხედვით შეიძლება გაგება თუ რა კომპლექტაციისაა მანქანა და ჰონდაზე როგორ შეიძლება მსგავსი ინფოს გაგება?
აუქციონზე ყიდვისას ზოგჯერ სალონის სურათი არაა და ყოველთვის არ წერია დვდ თუ არის ან კამერა. ასევე არ ჩანს ფურცელზე სალონის რა ფერისაა და სურათიც არაა შესაბამისი, როცა ნისანზე შედარებით მარტივია გაგება ესეთი ინფოსი.
თუ გამარკვევთ ცოტას ან მირჩევთ სად შეიძლება ესეთი ტიპის ინფორმაციის წაკითხვა, მადლობელი ვიქნები.
და კიდე წვაზე მაინტერესებს. ეს სივიკები 1.8 ძრავით და ჩვენი ბენზინით რამდენს წვავენ ქალაქში, ზომიერი საცობების შემთხვევაში.
This post has been edited by ჩეჩა on 1 Jul 2016, 14:53