#48334795 · 13 Jul 2016, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
VADA
წინა თემა დაიხურა და აქ გიპასუხებ:
| QUOTE | ხისტი, ბლოკირების სინონიმად ვიხმარე და არა იმისთვის, ბლოკირების ხარისხები რო არკვიო smile.gif ეგრე რომ მიყვე, იმპრეზას უფრო ხისტი LSD აქვს, ვიდრე ფორესტერს. |
ბლოკირება ბევრნაირია და სინონიმად "ხისტი" არ გამოდგება ყველა ბლოკირებისთვის (ვიასკომუფტა საერთოდ ახლოსაც არ არის სიხისტესთან, არც ჰიდრომუფტა)
ხისტი ბლოკირება არის 100%-იანი ბლოკირება, სხვა ნებისმიერი ბლოკირება ვერ იქნება ხისტი თუნდაც 99%-იანი იყოს :)
იმპრეზას უკანა ხიდზე მექანიკური LSD აქვს მაგრამ 100%-იანი მაინც არ არის, ცენტრალურ დიფერენციალზე მექანიკური ბლოკირება აქვს DCCD-ს და VTD-ს
| QUOTE | | აბა რასთან არის დაკავშირებული ? ცალკე ავტონომიური ერთეულია ? (აქ არ მითქვია, რომ ცალკე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას აპირებს ცენტრალური ბლოკირება biggrin.gif და არც მანქანის ბლოკირების სისტემის ტერიტორიულ მოწყობაზე მაქვს ლაპარაკი) |
რა თქმა უნდა ცენტრალური ბლოკირება დგას ცენტრალურ დიფერენციალზე, წინა ხიდის ბლოკირება დგას წინა ხიდის დიფერენციალზე, უკანა ხიდის ბლოკირება დგას უკანა ხიდის დიფერენციალზე, ერთმანეთთან აზრობრივად არ არის დაკავშირებული თორემ მექანიკური კავშირი რა თქმა უნდა არის (კარდანის/ღერძის მეშვეობით), ანუ იმას ვგულისხმობ რომ წინა ხიდზე შეგიძლია დამოუკიდებლად შეცვალო-დააყენო-მოხსნა ბლოკირება მიუხედავად იმისა ცენტრალური ბლოკირება როგორია, ასევეა უკანა ხიდზეც
| QUOTE | | უფრო პეინა იკავებს თავს და იმედია შედგება ლეგასების დუელი |
| QUOTE | | პეინა იკავებს თავს. ეტყობა შერცხვენისა ეშინია |
მე რამე გამომრჩა თუ ვინმემ დუელში გამომიწვია და არ ვიცი? :)
ტურბინიანით არ ვიგაზავებ გასაგები მიზეზების გამო, 3.0-ით შეიძლება თუ დრო მექნება
| QUOTE | ეგ ძაან მძიმე წონისა გამოდგა. დრო არა აქვს სულ biggrin.gif
|
სამწუხაროდ ამ ირონიას საფუძველი არა აქვს არანაირი, დრო მართლა არ მაქვს არათუ საგაზაოდ, ბამპერიც ვერ შევღებე მანქანაზე და კიდევ ათასი რამე ვერ გავაკეთე მოუცლელობისგან, ეგ კი არა, 17-იანი დისკებზე საბურავები გამიფუჭდა და ყიდვა ვერ მოვახერხე, ეგრევე 18-იანი ვოლკები მივაყენე ცალი დაღუნული დისკით ( მოხსნილი მედო აივანზე 1 წლის განმავლობაში)
| QUOTE | | ეგ LSD-ის მუშაობა ძაან არის დამოკიდებული ზეთზე და მის ხარისხზე |
სტანდარტულ ლეგასებზე და ფორესტერებზე უკანა ხიდზე დგას ვიასკომუფტიანი LSD რომელიც არის დახურული ტიპის და არანაირ შეხებაში არ არის დიფერენციალის ზეთთან
This post has been edited by PAINKILLER on 13 Jul 2016, 01:57
|