datka_sakheროგორც ვიცი ტურბინიანს და უტურბინოს ერთი და იგივე კოლოფი აქვს,
აქედან დასკვნა, ტურბინიანზე დედის ხვნას და ყველაფერ უბედურებას უძლებს, იმხელა სიმძლავრის ძრავზე, ხოლო უტურბინოზე უფრო რესურსიანი იქნება
გამძლე ავტომატებია როგორც ვიცი
წესით ტიპტრო და ავტომატი ერთი უნდა იყოს, კომპით იმართება როგორც ტიპტრო დამატებული აქვს ფუნქცია ხოლმე ავტომატებზე და კოლოფი იგივეა, ასევე იქნება სავარაუდოდ სუბარუზეც, ვინც ზუსტად იცის გიპასუხებს უფრო

ლიმიტს რაც შეეხება ზღაპარია

ძრავი ისე გემსახურება როგორც მოუვლი, ნებისმიერი, არამარტო სუბარუსი...
მართლა რესურსიანი როა როტორი ეგენია 200+ გარბენით სწორი ექსპლოატაციის პირობებში და ყურადღების ქვეშ რო იყო რებილდი არ ჭირდება, ბოქსერი კიდე არაა ასე...
მასე მეძახეს მეც 200ზე ისტუკებაო და რაღაც ღლეობები მაგრამ რეალობა სხვაა
ძმაკაცის ბიძას ყავს ტურბინიანი ფორესტერი, 188 თუ რაღაც მეტი ექნება ეხლა კიდევ აქვს გავლილი, მანქანას სალონს და ასე შემდეგ აშკარად ეტყობა რო ერთი 200 ჩამოყრილი აქვს კიდევ

ჰოდა ლამის საცობშიც გახსნილი ტურბინით იაროს, არ ერიდება და არ ეფერება, ზეთის შეცვლასაც აცილებს ხოლმე, თუმცა მშვენიერ ჯანზეა ძრავი და არაფერს უჩივის

ასე რომ... დაიკიდე ზღაპრები და იყიდე ის რაც გინდა იყიდო
Power is nothing without control...