aleksandre777მაინც ვერ გავიგე, მატორჩიკები წყალს გისხამს საერთოდ საქარე შუშაზე და ფარებზე თუ არა? კი გიწერია რომ მატორჩიკი მუშაობს მაგრამ წყალს გისხამს თუ არა?
რამოდენიმე ვარიანტია:
- ბაჩოკის გადაბმის რომელიმე ადგილია ამომძვრალი, აგერ დიაგრამაზე ბაჩოკის ნაწილები: ნომერი 1 უერთდება ნომერ 2-ს და ეს ტრუბკა ჩადის საბოლოოდ ბაჩოკში. შეერთებებში თუ რომელიმე ამოვარდნილია
მაშინ გაასხამს წყალს დამატებისას.
- რომელიმე მატორჩიკის შლანგია წამძვრალი ან თითონ მატორჩიკია ამოვარდნილი ოდნავ ბაჩოკის დირკიდან.
ასეთ დროსაც წყალი დაიქცევა დამატებისას.- წყლის შლანგია გადაბმაში მომძვრალი.
ასეთ დროს ბაჩოკში წყლის დამატებისას არაფერი არ გადმოვა და არ დაიღვრება. ძირითადი გადაბმის ადგილები სალონის ფილტტრთანაა. სურათზე ყვითლადაა მონიშნული, თუ ჩანს საერთოდ:

- ფარსუნკებიდანაა შლანგები წამძვრალი.
ასეთ დროს ბაჩოკში წყლის დამატებისას არაფერი არ გადმოვა და არ დაიღვრება. შენ დადებულ ვიდეოში კარგადაა აღწერილი ამის შეკეთების მეთოდი.
- კერხერებიდანაა შლანგები წამძვრალი.
ასეთ დროს ბაჩოკში წყლის დამატებისას არაფერი არ გადმოვა და არ დაიღვრება. თუმცა წყლის მისხმის დროს კერხერი გაჟონავს და წყალი დაიღვრება წინა შიტოკთან, ტუმანიკის მიდამოში.
- ბოლო ვარიანტი: წყლის ჩამატებისას ცოტა გაგექცა ბოთლი ან შლანგი

და კაპოტში ჩაიქცა წყალი რომელიც დრენაჟით ჩამოიღვარა ძირს.