არის სიახლე!!!
დავამთავრე მუშაობა მოტორის (და ზოგადად მანქანის) დამატებითი კონტროლის სისტემაზე. დღეს თითქმის ჩავაყენე,შემომაღამდა,მაგრამ გადავიღე რაც შევძელი. ესეიგი,რას ვაკონტროლებთ:
1. ზაჟიგანიის გაღებისას გადამოწმდება აკუმულატორის მდგომარეობა და წნევა გაზის ბალონში.
თუ ძაბვა 12 ვოლტზე დაბალია მოხდება შეტყობინება, თუ გაზის წნევა 20 ატმ,ზე დაბალია მოხდება შეტყობინება. ეს ყველაფერი ერთჯერადად, ანუ ტვინს არ წაიღებს. (პრინციპით: შეგატყობინა,შენ უკვე იცი...)
შეტყობინების ერთი სახე ჩავდე,მაგრამ შესაძლებელია კონკრეტულ პრობლემას კონკრეტული სასიგნალო ხერხი შევუსაბამოთ,ანუ ყურადღების გადატანის გარეშე მიხვდე რა პრობლემა გაჩნდა მოულოდნელად. მოქმედი,უკვე ჩადებული "შეტყობინება" ითვალისწინებს მონიტორის სამჯერ ანთება ჩაქრობას,ამ მომენტისთვის ყველა მაჩვენებელი "იყინება",ირთვება აუდიო "პიპინია ბუზერი" ანთება-ჩაქრობის რიტმში,სამი ციმციმის შემდეგ მონიტორი ანთებული რჩება და ციმციმს განაგრძობს კონკრეტულად ის პარამეტრი, (ვიდეოში ჩანს რომ ეს "დამრღვევი" ვოლტაჟია,ანუ ძაბვა) რომელიც ლიმიტს გასცდა, ხმოვანი სიგნალი გრძელდება. ამ "დიმპიტაურის" შემდეგ სისტემა აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას (ითიშება ციმციმები და აუდიო) იმ პირობით თუ პრობლემა მოიხსნა (მაგალითად მანქანა "აყუდებული" იყო აღმართზე,ზეთის წნევა დაეცა,შემდგომ გასწორდა და ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ რეჟიმს, ან წყალში გენერატორი დასველდა,დაეცა ძაბვა,შემდგომ გაშრა და აღდგა გენერაცია.. ვარიაციები ბევრია (მაგრამ მთავარია, რომ თქვენ არ გამოგეპარებათ ეს მომენტი როდის მოხდა და რა მოხდა) შეტყობინების ხანგრძლივობა 6 წამია, ამ დროში კი უნდა მოასწროთ მიხვედრა რომ რაღაც ხდება(დრო შეიძლება გაიზარდოს)
2. მოტორის დაქოქვის შემდეგ:
მუდმივად მოწმდება შემდეგი ოთხი მაჩვენებელი:
1.გაზის წნევა ბალონში (100 ატმ-მდე მეათედი სიზუსტით,100ის ზემოთ ერთი ატმ-ოს სიზუსტით).
იმ შემთხვევეში თუ გაზის წნევა გასცდება 195 ატმ.-ს მოხდება შეტყობინება, რომ გააკონტროლოთ დამუხტვის წნევა(მეტალოპლასტმასის ბალონზე ეს აქტუალურია). მოძრაობის დროს თუ წნევა ჩამოსცდება 20 ატმ. მოხდება შეტყობინება,ერთჯერადად. აგრეთვე ყოველ დაქოქვის წინ თუ წნევა დაბალია,ერთჯერადად. (რომ გაზი არ გაქვს!)
2.ტემპერატურის კონტროლი: თუ ტემპერატურა გასცდება ზღვარს (პირობითად 105 გრადუსს) მოხდება შეტყობინება. თუ გაქვთ დამატებითი ვინტილატორები,თქვენი სურვილისამებრ შეიძლება მიეთითოს რომელ გრადუსზე რომელი ვინტილატორი ჩაირთოს.
(იდეაში მაქვს თუ ვიშოვნე რომელიმე ცვლადი ბრუნების ვინტილატორი გრადუსების მიხედვით ბრუნების ცვლა)
3.ზეთის წნევის კონტროლი:
ხდება მუდმივი კონტროლი ზეთის წნევის ზედა და ქვედა ზღვრის. თუ ზეთის წნევა გასცდა 7 ბარს ხდება მუდმივად შეტყობინება,თუ წნევა ჩამოსცდება 1 ბარს მოხდება ერთჯერადად შეტყობინება. გათვალისწინებულია წითელი ნათურაც. ანუ შესაძლებელია უფრო კაშკაშა ნათურის დამატებითად დაყენება.
4. ძაბვის კონტროლი:
დაქოქვამდე კონტროლდება აკუს მდგომარეობა,მაგრამ თუ მანქანა დაიქოქა,იცვლება კონტროლის ლიმიტები,ანუ ის რაც დაუქოქავ მანქანაზე (12.7ვოლტი აკუზე) ნორმალურია,დაქოქვის შემდეგ ავარიული ხდება,ანუ 13,2 ვოლტზე დაბლა მოხდება შეტყობინება ერთჯერადად,მაგრამ თუ 15 ვოლტს გასცდა შეტყობინება ხდება მრავალჯერადი.(ხანძრის საშიშროება და ელექტრობის გადაწვის საფრთხე!)
მონაცემები,რომლიდანაც აღებული სიგნალი პროცესორს მიეწოდება,სასურველია იყოს მიღებული ახალი,ან უკვე გამოცდილი, სანდო სენსორისგან. მანქანები,ზოგადად,ძველია და იმას, რომ შენი სენსორი, ან ისარი ტაბლოზე გაჭედილი იყო, ხვდები მოტორის "გაბუგვის" შემდეგ, თან გულში მწარედ გეცინება, როცა ხვდები: აი თურმე რატომ არ გიჩვენებდა გადახურებას მანქანის "შტატნი პრიბორი"... გამოდის, რომ ფაქტიურად გადახურებული დადიოდი...უბრალოდ ახლა ვეღარ აიტანა და დაერხა..
ყველა პარამეტრი რაც ზემოთ იყო ნახსენები შესაძლებელია შეიცვალოს,ჩემი დაწერილი პროგია და თუ საჭირო იქნება შალახოსაც ვაცეკვებთ... თუ რამე ახალი იდეაა ან კოკრეტული ამოცანაა გადასაწყვეტი,რომელშიც ელექტრონიკა,პროცესორი და ავტომატიზირებაა საჭირო,საუბრის თემაც შეიძლება იყოს..
აბა, ველი კრიტიკას... პარლამენტარი არ ვარ, კრიტიკა სასარგებლოა თუ დაუფიქრდებით.
სურვილის შემთხვევაში სოფტს გაჩუქებთ და სახინკლეშიც წამოგყვებით

დანარჩენს გეტყვით რა სად და როგორ და თავად გამოიწერეთ. ძვირი არ ჯდება (გაზის მაღალი წნევის სენსორი ჯდება ძვირი, სადღაც 70 ტრამპი, მე თავად 20 ად ვიყიდე და მეტი აღარც მინახავს)
This post has been edited by Ditrixia on 26 Mar 2017, 21:03