
ჰოო დიდი ხანია ამ თემაში შემოვდგი ფეხი

მაგრამ ასევე დიდი ხანია უძრავად იყო გაჩერებული ჩემი ვოლვო გაურკვეველი მიზეზის გამო

შენს მანქანას რა გაუჭირდა ელექტრობაში?
* * *
ლამის ორთვიანი პაუზისი შემდე, როგორც იქნა ისევ გავატარე. პრობლემა იყო ის რომ ერთ დღეს გამოვედი სამსახურიდან და მანქანა აღარ დაიქოქა. ბენზინის მიწოდება შევამოწმეთ და აშკარად წნევით ასხამდა ინჟექტორებთან რომ პიპკა აქვს, იქიდან. ჩავუტარეთ დიაგნოსტიკა და მიზეზი ვერ გავიგეთ. ამოაგდო ამთვლელი დაჩიკის კოდი. წავედი ვიყიდე და შევცვალე, მარა მაინც არ დაიქოქა. ჩავუტარეთ ისევ დიაგნოსტიკა და ვერაფერუ პრობლემა ვერ ვიპოვეთ, ერთხელ კი ამოაგდო ბენზინის ტუმბოს კოდი, მაგრამ წავშალეთ და აღარ ამოუგდია.
მერე დიდი ხნის წვალების შემდეგ კიდევ შევამოწმე და ბენზინი აღარ მიეწოდებოდა, თუმცა ბენზინის ტუმბოს ხმა ისმოდა და ბაკში 20 ლიტრამდე საწვავი მქონდა.
ავდექი და ჩავხედე ბენზინის ტუმბოს და ჰოი საოცრებავ, პლასმასის კონტეინერი რაშიც ბენზინის ტუმბო დევს დაცლილი იყო. პატარა ბოთლით ჩავასხი შიგნით ბენზინი და მანქანა დაიქოქა და ეს კონტეინერიც შეივსო თავისით, აღარ დაიცალა.
დაიქოქა მაგრამ დიდი კითხვისნიშანი დატოვა, რამ დაცალა ის კონტეინერი?
ბენზინის ტუმბომაც ცუდი ხმა აიკიდა რადგანაც დაცლილ საწვავზე მოუწია ბევრი მუშაობა, ამიტომ გადავწყვიტე შემეცვალა. მაგრამ ვოლვოს ისე ჩახლართულად აქვს მლწყობილი საწვავის მიწოდების სისტემა რომ ეგ მარტივი საქმე არ ჩანდა, წესით ბაკში რაც არის ბენზინის ტუმბის მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს და ახალი ჩაყენდეს რაც ძაან საწვალებელია და ასევე ხარჯიანი.
გამახსენდა რომ სახლში მეგდო ძველი ბენზინის ტუმბო რაც ძაან გავდა იმას რაც ვოლვოს ეყენა, ჰოდა გადავწყვიტე გადამეკეთებინა ისე რომ მარტო ეს ტუმბო შემეცვალა და არ ყოფილიყო საჭირო მთელი სისტემის შეცვლა.
ასე გამოიყურებოდა თავისი ტუმბო და სხვა დანარჩენი:

მოვაჭერი პლასმასის მილიდან ტყმბო და ახალი რეზინის მილი დავამაგრე. ასევე გადმოვიტანე ფიქსატორი ჩემს ტუმბოზე და გამოვიდა ასეთი რაღაც:

ჩავდგი და ყველაფერი ჯერჯერობით მუშაობს იდიალურად.
თუ კიდევ გამიფუჭდება ბენზინის ტუმბო, უკვე მარტივად შემიძლია სხვა მანქნისა ვიყიდო და ჩავდგა, რაც ნახმარები 20 30 ლარებში იშოვება, ვოლვოს ბენზინის ტუმბოს კი ეჭვი მაქვს 100 ლარზე ნაკლებ არავინ გაყიდის.