Hunterchupakataxxlყველა პიროვნების მოთხოვნებს არც ერთი მანქანა არ აკმაყოფილებს, ჯერ მასეთი იდეალური მანქანა არ შეუქმნიათ და ვერც შექმნიან.
მე და უმეტესობამ ვისაც აქვს ეს მანქანა კარგად გავაანალიზეთ რა გვჭირდებოდა და რისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად სანამ შევიძენდით.
მე და მფლობელების უმეტესობა კმაყოფილია ლიფით.
ალტერნატივაც საკმაოდ არის ბაზარზე, ტესლები "ცოტა ძვირებია" ოღონდ. აუცილებლად იპოვნი ისე მანქანას რომ შენი გემოვნება დააკმაყოფილოს და გისურვებ შენი შესაძლებლობები შეესაბამებოდეს შენს გემოვნებას

ამ სახელმწიფოში რა ინფრასტრუქტურის მოწყობას ელოდები? შენი თავის იმედი უნდა გქონდეს მარტო და იფიქრო მთავრობამ ხელი არ შეგიშალოს თავისი უაზროდ დაწესებული გადასახადებით.
მე რომ ავტოფარეხი არ მქონოდა + ელექტრო გაყვანილობით 100% არ ვიყიდიდი ლიფს.
სადაც ძირითადად მიწევს სიარული იმ გზაზე კი მყოფნის ჩემი პიპიის ელემენტები. ღამე შევაეერთებ და დილით მზადაა, ზოგჯერ 2-3 დღეში ერთხელ ვმუხტავ.