GURAMI26 ცალია საქართველოში სწრაფი სატენი
1. ბათუმში სოკარის სადგურზე
2. დაფნარში სამტრედიასთან სოკარის სადგურზე
3. არგვეთა
4.ზესტაფონი
5. ურბნისი
6. გორი
ფასი არ ვიცი არ ვსარგებლობ
საიტზეც არაფერია ნახსენები ფასზე
✔️როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია E-Space-ს დამტენების ქსელს დაემატა კიდევ 5 სწრაფი დამტენი! სწრაფი დამტენების ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ E-Space-ის მობილურ აპლიკაციაში ან ამ რუკაზე:
https://goo.gl/Bs8eT3მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“, „ნეოგაზს“ და „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ამ მსხვილი პროექტის განხორციელება!
შეგახსენებთ, რომ სწრაფი დამტენებით სარგებლობისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ რეგისტრაცია E-Space-ის მობილურ აპლიკაციაში, სადაც ასევე იხილავთ შესაბამის ტარიფებს.
აქვე გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი რჩევები სწრაფი დამტენის ეფექტური გამოყენებისათვის:
• ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილის ელექტრომობილის ბატარეა დაზიანებულია და მეტ დროს საჭიროებს სრულად დამუხტვისათვის, ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, ასეთ მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ სწრაფი დამტენით ბატარეის 80%-მდე დამუხტვის შემდგომ განაგძონ მანქანის დამუხტვა ე.წ. „ქალაქის დამტენით“ (ანუ მე-2 დონის დამტენით), რომლებიც განთავსებულია ყველა სწრაფი დამტენის გვერდით და რომლით სარგებლობაც კვლავაც უფასოა;
* * *
დავთვალე
ე.ი. სწრაფი დამტენებით რომ ისარგებლო და ბათუმში ჩახვიდე ექვივალენტურია 7 ლიტრი 100 კმ ზე ხარჯის
კაი ფასები აქვთ აშკარად
* * *
ხო ფასები დათვლილია შემდეგი პარამეტრებით:
დენი 1 კვა 0.21 ლარი
ბენზინი 2.4 ლარი ლიტრი
This post has been edited by kataxxl on 1 Mar 2019, 21:47