Mr Angryგაუმარჯოს, ეგეთი პრობლემა მქონდა 1.3 -იანზე პირველ კუზაოზე მეც. თუ შენიც 1.3-ია გადაიკითხე:
99.9% ბაბინების ბრალია ეგ ამბავი.
სვეჩები ჩემი გამოცდილებიდან უბრალოები დენსოები(ც) 5 -6 ლარიანები მუშაობს 3-4 თვე, მარა ჯობია NGK-BKR6E-11 დააყენო აგერ, ლინკი:
https://www.ebay.com/itm/4-New-NGK-V-Power-...I67&vxp=mtr18 $ გამოგივა 8 ცალი, ჯობია ცალცაკე გამოწერო თთო პაჩკა საბაჟოზე რომ არ ეგონოთ გასაყიდათ უნდაო, რას დააჯერებ მაგათ რო 8 სვეჩი 1 მანქანას უნდა.
ბაბინებს რაც შეეხება, 1.3 იან-ზე პრობლემურები უმეტეს წილათ უკანებია, 20-30 კმ ის გავლის შემდეგ რომელიც ყველაზე ძალიან გაცხელდება (საგრძნობლად სხვებთან შედარებით) გამოცვალე ეგრევე, დანარჩენი დაშალო უნდა ჩიბუხები მოხსნა WD-40 იყიდე სპრეი და გაწმინდე იმით, მცველი აქვს შიგნით დააპრაზვონკე, ზამბარა ნახე კოროზიისგან შეჭმული ხოარა, ჩიბუხი და ბაბინის გადაბმის ადგილში თუ გადატეხილია კარგად ამოწმინდო უნდა WD-40 ით ან გამოცვალო საერთოდ.
ამ ვიდეოში ნახავ როგორ იხსნება/იშლება ბაბინები რომ გაწმინდო, მარა გამოცვლა ჯობია რათქმაუნდა. თერმო კემბრიკის დაყენება არც ისე მისანშეწონილია გაცხელებისას შეიძლება შემოადნეს ზამბარას ზედვე, არც დასკოჩვის და დაწებების მეთოდია კარგი ბაბინების ამოღებისას მინახავს შიგნით ჩატეხილი ბაბინა, მტვერსასრუტით რომ უწევს ხოლმე ჩატეხილი ნაწილების ამოყრა.
https://www.youtube.com/watch?v=MfYSkRvHtiYპ.ს. ჩემთან ქვრებოდა D - მიმავალზე, 3-4 წამით, თითქოს მანქანა ჩაქვრაო, მერე ირთვებოდა უკან მაღალ აბაროტზე 2-დან 3 მდე და აგრძელებდა სვლას, ზამთარში განსაკუთრებით უჭირდა სიცივეში. სანამ დროა მოაგვარო უნდა ეგ პრობლემა, სიცივეში დაგტანჯავს შეიძლება ცივზე დაქოქვისას ნახადუ ჩაქვრეს, და გაზაობა მოგიწიოს P -ში რომ ცოტა გათბეს.
მაგ დროს დენი 80 % შემთხვევაში გადადის კორპუსზე, ძრავის კორპუსზე (მასაზე) სადაც ბაბინები ზის, და ბორტ კომპიუტერის დაცვის მექანიზმი თიშავს დენს რამდენიმე წამით და ითიშება ბორტ კომპიუტერიც მაგიტომ ქვრება D-ც.
სანამ რამე მნიშვნელოვანს გააფუჭებ მიხედო ჯობია, მაგის გამო ისეთ დისტანციაც ვიჭერდი მანქანებთან სატორმუზე მანძილისთვის..
მე რომ დამჭირდა 80 ლარი მივეცი სულ ახალი უკანა ბაბინებში ელიავაზე და 70 წინაში. ეგ ფასები არ ღირს ეხლა არც 40 -50 ლარი ღირს როგორც აფასებენ. ნახმარს თუ იყიდი აუცილებლად ისე წამოიღე რომ შეამოწმო ერთი 2 საათი მაინც, და აუცილებლად უნდა გახსნა, ვინც გეტყვის თუ გახსნი აღარ დავიბრუნებო არ იყიდო, გახსნით თუ მუხლზე არ გადაიტეხავ არაფერი მოუვა და ზოგჯერ კაი ვიდზეა და რომ გახსნი შიგნით დადუღებულია ყველაფერი

მეც გამოსაცვლელი მაქვს 2 ცალი, 593 434 834 ამ კაცს აქვს კაი ფასში Hitachi -ის ფირმის უკანები 35 ლარი მითხრა წინა 20. ამისგან ვაპირებ მეც ყიდვას ჯერ არ მივსულვარ დრო ვერ გამოვნახე.
გამოწერაც შეიძლება ebay ან aliexpress დან მარა 1.3 იანების ძვირი ჯდება, 1.5 იანების ყრია.
This post has been edited by Zinger on 18 Oct 2017, 10:31
Another day..
I might have found the words to say
all the things i meant to say.
Another day..
I would try to be your friend,
you would never let me in..