სალამი, მოკლედ როგორც იქნა მოვიცალე ამდენი ხნის მერე ჩემი ტიდასთვის და მყავდა ბოქსებში, შევცვალე შემდეგი დეტალები:
აალების სანთლები (სვეჩები)
ტრავერსის ვტულკები
ამორტიზატორის ჩაშკები
სუხოი რეზინკები
სტერჟინები
ასევე გავწმინდე დროსელი (ისეთი შავი იყო ნახშირს შეშურდებოდა).
მანქანა ისე დარბილდა მგონია მერსედესზე გადავჯექი

მოკლედ კმაყოფილი ვარ, ახლა გადავიდე პრობლემებზე.
დროსელის გაწმენდის მერე დაიწყო პრობლემები, აბაროტი დახტუნავდა 1.5-დან 2.5-3მდე როცა ნეიტრალში ან პარკინგში იყო, სიჩქარეში რო აგდებდი 1.6-მდე არტყავდა ავტომატურად და ბენზინი კარგად გამიძოვა

მოკლედ უტრიალეს 1-2 საათი, ხან კომპზე დააერთეს ხან დროსელი მოხსნეს მიაერთეს ჰაერი შეაქვსო და ა.შ. მოკლედ ვერაფერი გაუგეს და გაატარე გამოატარე იქნებ გზაში დაარეგულიროსო, ოკეი გავატარე გამოვატარე ჩემი ფეხები ... რო დავგუგლე ვნახე რო უნდოდა ადაპტაცია, ვუთხარი იქ მეთქი ვცადოთ და არა კაცო, ესე იცისო ...

მოვედი სახლში, დავიწყე ჩალიჩი (როგორ გავაკეთე დავწერ ქვემოთ), მოკლედ მეხუთე ცდაზე ვქენი ისე რო აბაროტი არ დახტუნავდა მაგრამ მაღალზე იყო (1.6-1.8 ურახუნებდა ნეიტრალურში), კიდევ მომიწია გასვლა, გავედი მოვედი და კიდევ ერთხელ ვცადე ადაპტაცია და ჰოი საოცრებავ, ჩამოვიდა 700-750-800 აბაროტზე (ნორმა რაც არის) და მუშაობს ახლა საათივით, ფაქტობრივად ახალი ტიდათი დავდივარ.
დროსელის ადაპტაცია - პროცედურის დაწყებამდე ძრავი უნდა იყოს სამუშაო ტემპერატურაზე, ცოტა გაიარ გამოიარეთ რო გათბეს, ასევე დაგჭირდებათ ტაიმერი რადგან 1 წამითაც რო აცდეთ პიზდეცია ...
I ნაბიჯი
1. გაზის პედალს ფეხი აუშვით ბოლომდე, არ შეეხოთ საერთოდ
2. გადაწიეთ სტარტერი ON პოზიციაზე და გააჩერეთ ზუსტად 2 წამი
3. გადაწიეთ სტარტერი OFF პოზიციაზე (გათიშეთ მანქანა სრულად ანუ) და გააჩერეთ ზუსტად 10 წამი
4. გადაწიეთ სტარტერი ისევ ON პოზიციაზე და გააჩერეთ ზუსტად 2 წამი
5. გათიშეთ სტარტერი (OFF პოზიცია)
ეს ნაბიჯები კომპიუტერს აწვდის ინფორმაციას გაზის პედალი აშვებულ მდგომარეობაში სად უნდა იყოს, წავიდა მეორე ნაბიჯი
II ნაბიჯი
1. გაზის პედალს ფეხი აუშვით ბოლომდე, არ შეეხოთ საერთოდ
2. გადაწიეთ სტარტერი ON პოზიციაზე და არ დაელოდოთ ეგრევე გადმოწიეთ ისევ OFF-ზე.
3. OFF-ზე დაყენებისას 10 წამი აღარაფერს შეეხოთ
ეს ნაბიჯები კომპიუტერს აწვდის ინფორმაციას დროსელის ჩამკეტის (ზასლონკა, მგონი სწორად ვთარგმნე) მდებარეობის შესახებ, როგორაა გახსნილი და როგორ დაკეტილი.
III ნაბიჯი და მთავარი!
ინიშნავთ ტაიმერს და ზუსტად წამებში აკეთებთ ყველაფერს როგორც ქვემოთ წერია
— 0 წამი - ჩააქრეთ ძრავი
— 10 წამი - გადაწიეთ სტარტერი ON პოზიციაზე.
— 13 წამი - გაზის პედალს სწრაფად დააჭირეთ 5-ჯერ ბოლომდე და გაუშვით
— 25 წამი - დააჭირეთ გაზის პედალს და გეჭიროთ, დეშბორდზე (პრიბორებზე) უნდა აციმციმდეს CHECK ENGINE-ს ნიშანი და შემდეგ გაჩერდეს
— 47 აუშვით გაზის პედალს ფეხი
— 48 დაქოქეთ მანქანა
აუცილებელია! როგორც კი მანქანას დაქოქავთ ძრავი დატვირთეთ მაქსიმალურად (დალნი ფარები, კონდიციონერი, მუსიკა და ა.შ., მე მხოლოდ დალნი, კონდიციონერი და რადიო ჩავრთე)
— დაელოდეთ დაახლოებით 20 წამი, ამავდროულად 2-3ჯერ გაზის პედალს მიაჭირეთ რომ აბაროტმა მოიმატოს და შემდეგ დასტაბილურდეს, თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ წესით აბაროტი 700 +- 50 ბრუნვზე უნდა გაჩერდეს.
პირველივე ცდაზე მეც ვერ გავაკეთე, დამჭირდა დაახლოებით 6 ცდა რომ დამესტაბილურებინა, ასე რომ პირველივეზე არ დანებდეთ
და არანაირი ტვინში დავითვლი და ა.შ., ტაიმერია საჭირო.
This post has been edited by Tabo8226 on 13 Dec 2019, 22:09
მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ თორე ...