არაფერი განსაკუთრებული ეს არ არის.
მხოლოდ დაღმართზე რომ ატორმუზებს ძრავით ესაა. ანუ გამორთულზე დაღმართზე ეშვები ისე თითქოს ნეიტრალში გაქვს.
თეორიულად ესაა, მაგრამ პრაქტიკულად მაინც აქვს მცირედი დატორმუზება ძრავით. ნუ მთლად ნეიტრალიც არ გამოდის.
სწორ გზაზე სიარულით სულ ოდნავ ატყობ რომ თითქოს მატორს აღარ უჭირავს და სატორმუზე მანძილიც იზრდება.
მოკლედ მე 1 კვირა მქონდა ასე და ისევ უკან ჩავართვევინე.
აქვს 5 მდგომარეობა OFF, -2, -1, 0, და 1
ქარხნულად დაყენებულია 0-ზე, მე დავაყენებინე OFF -ზე.
შედეგი ესაა რაც გითხარი. მე დიდად არ დამაინტერესა ამ ყველაფერმა და უკან დავაბრუნე ისევ 0 ზე

რაც შეეხება ამ ბიძგებს მეგონა საერთოდ არ ექნებოდა რომ გავთიშავდი დატორმუზებას, უფრო ამიტომ გადავწყვიტე, მაგრან ტორმუზისას, სანამ ბოლომდე გაჩერდება (სულ დაბალი სიჩქარით) მაინც ქონდა წარტყმები. ზუსტად ისე როგორც ძრავით დატორმუზება ჩართულზე.
ხო კიდე სადღაც ფორუმებზე წავიკითხე რომ თუ დატორმუზებას გამოართვევინებ მაშნ გარანტია ეხსნება ავტომატურად.
ანუ გამოდის რომ მაინც რაღაცას ვნებს.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კაროპკები არ არის გარანტიაზე, მაინც. ესეიგი არაა სასურველი.
და ჰო კიდე, ზამთარში არანაირად არ არის რეკომენდირებული ძრავით დატორმუზების გამორთვა.
მოკლედ მგონი უფრო მეტი მინუსი აქვს მაგის გამორთვას ვიდრე ჩართულს.
This post has been edited by irakli_oracle on 17 Oct 2017, 10:18