Danicaწინა გვერდით პატარა ყვითელ გაბარიტებს გულისხმობ ხო?

ე.წ. სემიჩკა ნათურები დგება პატარები, ნებისმიერ ადგილზე მიდი სადაც ფარებს ასწორებენ და დაგიყებებენ

ფარზე არ ვიცი
temo23იაპონურებზე ჯერ, ანუ შეღავათია ხოა ჰიბრიდებზე 60% და მცირდება 20%-მდე
pholashaაი კაცურად რამდენი გინდა რო დაგიწვას

ევ-ს დაანებე საერთოდ თავი, ეგ არის ელექტრიქ ვეჰიქლ მარტო დენზე და მარკეტინგული ხრიკია ეგ მეტი არაფერი, ეკოს რაც შეეხება კიდე არაფერ ელემენტებს არ აფუჭებს, ეკო რეჟიმს რო რთავ მატორს უმცირდება ბრუნი მომენტი და ადგილიდან სწრაფად ვერ დაძრავ მანქანას, ეკოს ანტონიმია ფავარ მოუდი, როცა მატორი ეგრევე მაქსიმუმ ბრუნზე ჯდება 5200 ბრუნზე და როგორც გაზს მისცემ ფეხს ეგრევე 5200 ბრუნით იწყებს მუშაობას მატორი და მაქსიმუმი აჩქარებით დაგყავს მანქანა, ასეა ეკო, ბრუნს ამცირებს და ვეღარ აკრეფინებს მანქანას და ამის ხარჯზე ბენზინის მცირე დანაზოგს აკეთებ, მაგრამ რათ გინდა უბრალოდ

2013 პრიუს მაქვს მეც, ვიყენებ ხოლმე მარტო ფავარ რეჟიმს, დანარჩენი დავდივარ რეჟიმების გარეშე, დავდივარ თან სწრაფად, მაგალითად დილით სამსახურის გზაზე როცა კი ცარიელია 100+ დავდივარ და საღამოთი სადაც თავისუფალია და შეიძლება 75-80+ დავდივარ, დალშე საცობები, და აი ამ რეჟიმით ეხლა მაქვს 47-48 მპჯ რაც არის დაახლოებით 5.3 ლიტრამდე და თან ეხლა კონდიციონერი მაქ უკვე ჩართული საღამოობით
გატესტვაზე ეკო რეჟიმით დამიტესტია და 52-55 ფარგლებში მქონია მპჯ, მაგრამ ამხელა მპჯ გაქვს მარტო როცა ეკოა ჩართული და ამას დამატებული დადიხარ ისე რო გინებას არ მოგაცილებენ კაცს

ანუ დადიხარ დენზე დაძვრით, მერე ნელი აჩქარებებით და ეკრანის კონტროლით რო ან ევ რეჟიმში იყო სულ ან შეძლებისდაგვარადად ეკრანზე ევ რეჟიმიდან ეკო რეჟიმში სულ ოდნავ იყოს გადასული მაჩვენებლი, აი ასე ანუ

ხოდა ასე დაგიწვავს 52-დან 55-მდე რაც არის გრუბად რო ვთქვათ 4.3-დან 4.7 ლიტრამდე, სამაგიეროდ ადრე თუ გვიან მაგ მპჯ-ის ყურება-კონტროლით დაგემართება სერიოზული ნევროზი და ამას დამატებული ძალიან ცუდად აღსაქმელი მძღოლი იქნები სხვებისთვის

ამიტო დააყენე ეკრანზე ეს მოსიარულე მანქანის სქრინი, არ უყურო მპჯ-ს და იარეს ისე როგორც გაგისწორდება

ნებისმიერ ვარიანტში სწორ გზაზე მიდგმებით და ხოშიანი აჩქარებებით არ დაგიწვავს 5.5 ლიტრაზე მეტს და სამაგიეროდ ივლი ისე როგორც გაგისწორდება, სწრაფადაც და კონდიციონერითაც
როცა მეჩქარება ხოლმე ფავარ მოუდს ჩავრთავ ხოლმე და ნებისმიერ შესაძლო თავისუფალ ადგილს ძალიან სწრაფად გავდივარ და მაქსიმალური აჩქარებებით ხოლმე და მაგ დროს მაქვს ხოლმე 35-40 მპჯ რაც არის 6-დან 6.8 ლიტრი და მაგ დროს დადიხარ ე.წ. გონკაობის რეჟიმით, ოღონდ ისე რო არასდროს სხვას ოდნავი საფრთხეც კი არ უნდა შევუქმნათ, მთავარი ესაა