მოკლედ შევცვალე აბეესის სითხე ცენტრში, ყვითელზე იყო ტესტერზე, წითელს არ ანთებდა, მაგრამ შევცვალე, არ მოვიქეცი სტანდარტული ქართველივით ბოლომდე რო სულს ამოხდიან და ბლოკი რო ფუჭდება მერე რო იგინებიან ხოლმე

ფასი 150 ლარი, სტანდარტულად ტოიოტასივე დოტ 5.1 სითხე ჩაასხეს 1 ლიტრი
შეცვლის პროცესის დროს კომპრესორით ოთხივე საბურავის აბეესის სითხის სათავსოებიდან ამოტუმბეს სითხე, ასევე ამოტუმბეს ძრავთან მდებარე რეზერვუარიდან მთავარი რაცა, ისე ტუმბავენ რო გრამი არ დარჩეს შიგნით და მთელი სისტემა ჰაერდება, მერე შეყავთ და ისევ კომპრესორით გაწოვას აკეთებენ მთელ სისტემაში რო ერთიანად შეივსოს სისტემა და ეს 1 ლიტრი სითხე ბოლო წვეთამდე დგება მის ნიშნულზე

ვინც შეცვალა ახალგაზრდა ბიჭი იყო, სტაჟიანი ტიპია ისე და ამის შეცვლაზე სერიოზული ტრენინგები გაგვატარესო
ადრეც კი მაქ დაწერილი რო არ ჰქონდათ ეგ სერვისი არც დიღმის ცენტრს და არც თეგეტას ვაკის ცენტრს, შპრიცით იღებდნენ მესამედებს, ეხლა ეგრე აღარაა 1 წელია ალბათ რა
ხოდა თუ ვინმეს გამოგადგებათ ეს ინფო იმიტო დავწერე

კი იცით ყველამ რო პრიუსების სუსტ წერტილს აბეესის ბლოკს ეძახიან, არადა რეალურად ვაფშე არაა სუსტი, უბრალოდ სითხეს არ ცვლიან და ეგ აფუჭებს