გამარჯობათ.
ლეგასი 2.0I ტიპტრონიკი, 2005 წელი
ივლისში ექიმთან მიყვანა, ყველაფრის შემოწმება და შეძლებისდაგვარად გამოცვლა-გაკეთება მინდა. მომწონს ეს შობელძაღლი, მე ამას სანამ ხელში არ ჩამაკვდება ერთი 7-8 წლის შემდეგ არ გავყიდი...
ჰოდა, ხელოსანთან კი მივიყვან, მარა წინასწარ მინდა ვიცოდე რამე.
განსაკუთრებით მინდა ვიცოდე რა არ გავაკეთო, რა კონკრეტული ნაწილი არ დავაყენო და ა.შ.

რა ზეთი ჩავასხა ძრავში, ვფიქრობ 5-30 მარკა- ფირმა არ ვიცი
კოლოფში საერთოდ უნდა გამოცვლა? (მე-2 მე-3-ში (მგონი უფრო ზემოდან ქვემოთ) ძიორგანიით აგდებს, მაგრამ თითქმის შეუმჩნევლად)
ხიდებში?
"პერედოკი" ადგილზე გაირკვევა ალბათ, მაგრამ რჩევა კარგი იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რა არ უნდა გავაკეთო (რაც არ უნდა მითხრას ხელოსანმა)
რულავოი - ცოტას ხრიალებს და ღრიალებს მკვეთრად თუ ვუხვევ.
ხანდახან კლაპნები ჩხრიალებს ჟიგულივით

ხან 92 ვასხავ ხან 95 ლუკოილისას
მძღოლის ფანჯარა არ მუშაობს, ამწევ დამწევი ღილაკების სქემა გამოვცვალე, სავარაუდოდ ძრავია დამწვარი (მე დავწვი ალბათ იმდენი ვაწვალე)
მუხრუჭები: რომ ვიყიდე ახალი გამოცვლილიაო, მაგრამ 3-4K მექნება გავლილი, ჯერ წრიპინებდა და ახლა ხრიალებს უკვე. შევცვალო თუ ჯერ შევამოწმო რამე?
ღვედი: არა აქვს საერთოდ შეცვლილი. მარტო ღვედი უნდა შევცვალო თუ Mთელი ძრავი?

საბურავები დამავიწყდა: რომელი არ ვიყიდო? ორი კომპლექტის თავი არა მაქვს და ვფიქრობ ზამთრისა დავაყენო.
This post has been edited by Mateo Falcone on 5 Feb 2018, 00:29