სალამი ჭეშმარიტი ავტომობილის მოყვარულებს.
როგორც უკვე იცით რამდენიმე თვის წინ გავყიდე SUBARU LEGACY LANCASTER იგივე (გაზიკა) გადავჯექი სააბზე მაგრამ ამ სიამოვნებამ სულ 2 თვემდე გასტანა და თხასავით მივაყიდე, კარგი მანქანა იყო მაგრამ არა საჩემო, გადავუფორმე მანქანა ახალ მეპატრონეს, მოვედი სახლში ჩავრთე FB და გაზიკას მეპატრონეს მივწერე რომ დაებრუნებინა ჩემთვის მანქანა, განცხადება ვნახე რო ყიდდა და ვიფიქრე დავათმობინებ დაახლოებით იმ ფასად რა ფასადაც გავატანე, მაგრამ დიდი სიხარულით მამცნო რომ რამდენიმე წუთის წინ გაცვალა BMჭ ში.
გადავავლე განცხადებებს თვალი და სხვა საინტერესო სუბარუ მისაღებ ფასად ვერ ვნახე, უმანქანოდ დიდხანს ვერ დავრჩებოდი და ვიყიდე ფიტი. ერთი და ძალიან დიდი პლიუსი აქვს რომ საწვავს თითქმის არ წვავს, 1.5 მექანიკა. რამდენიმე დღის წინ დარიალში ვიყავი, გველეთის ჩანჩქერისკენ გზიდან როგორც კი გადავუხვიე დაბუქსავდა ჩემი ფიტი და იქვე დავტოვე, გზა ფეხით გავაგრძელე და სუბარუზე მეფიქრებოდა, კი სასიამოვნო ხედები იშლებოდა, მაგრამ რაღაც მაწუხებდა სხვა მანქანების ნავალ გზაზე რო მივდიოდი და ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ გაზიკა არ იკადრებდა იმას რომ ფეხით გავეშვი.
თბილისში დაბრუნებულმა დავიწყე მაიაუტოს ჩხრეკა, აუცილებელი პირობები იყო აუთბექი ან უფრო სასიამოვნო იქნებოდა თუ ლანკასტერი იქნებოდა, გაზი და მისაღები ფასი.
სულ მალე წავაწყდი ლანკასტერს, 150 გარბენით 5 თაობის გაზით და სასიამოვნო ფასად, წელი 99 მაგრამ ეს არ გახდა მიზეზი რომ გადამეფიქრებინა ამ მანქანის ყიდვა, რამდენადაც არც სამარიაჟოდ მინდა და არც ვინმეს გასაკვირვებლად. დავურეკე შევხვდი, გავიარეთ, შევამოწმეთ მანქანა, სალონი საზიზღრად ბინძური, ძრავი, ავტომატი, ხიდები ყველაფერი ჯიგრულად მუშაობს, ცოტა პერედოკში უნდა ხელის შევლება მაგრამ საგანგაშო არაფერი, ფასზე დავილაპარაკეთ, სიმბოლურად ერთი 100 კიდე დააკლო და წამოვიყვანე ეს საოცრება

იგეგმება ამ მანქანის ლიფტინგი 5 სანტიმეტრით და ბოროტ საბურავებზე შეგდება, თუ ვინმემ იცით სად დამიმზადებენ ამორტიზატორის პრასტავკებს ადამიანურ ფასად მეც მითხარით.
თან ვფიქსირდები.