dol061მემგონი იაპონელები აფანატებენ ამ საბურავზე, წელს და მდგომარეობას გააჩნია
ამას გადახედე
https://www.youtube.com/results?search_quer...+ice+navi+zea+2 ABABUAჩვენი ყველაფერჩიკი და მხსნელი ხარ შენ ჩვენო ბაკური ძია
* * *
hondacrv2005რატომ დავიზარებ, მთავარია დრო მქონდეს და თქვენს გვერდით ვარ

მოკლედ:
__ მანქანა მივიყვანე ხელოსანთან (ჩემი მანქანის ექიმთან

)
და თან მივიტანე 2 ცალი კილონახევრიანი ზემოდხსენებული ანტიფრიზი, თერმოსტატი და რადიატორის 0.9_იანი ხუფი
1. თავიდან ჩავხსენით ქვედა შლანგი და რადიატორის ხუფი მოვხსენით. ჩამოვცალეთ რაც ჩამოვიდა
2. მერე ჩავხსენით ზედა შლანგი და დავიწყე გამოხდილი წყალის შლანგში ჩასხმა. (დაახლოვებით 2 ლიტრა)
3. როცა ისიც ჩამოიღვარა, დავახვიე ზედ ნაჭერი და მაღლიდან ბოლომდე ჩავბერე, სანამ წყალი ბოლომდე არ გამოვიდა ქვემოდან და ჰაერიც არ გამოჰყვა
4. ამის შემდეგ მოვხსენით თერმოსტატი და შევცვალეთ
5. სისტემა ბოლომდე გავმართეთ თავის შლანგებით და ამბებით
6. ჩავასხი ჯერ 1 კილონახევრიანი ანტიფრიზის კონცენტრატი, მერე გამოხდილი წყალი 1ლ და მერე ისევ მეორე კილონახევრიანი ანტიფრიზი... დანარჩენი კი ისევ გამოხდილი წყალით გადავავსეთ
7. მანქანა მივაპარკინგე და დაქოქილი დავტოვე ძრავის გასაცხელებლად. დაველოდეთ ვინტილატორის ჩართვას
მერე ჩავაქრეთ და დაველოდეთ ძრავის გაციებას
__ძრავი რომ გაცივდა, რადიატორის ხუფი მოვხსენი. კიდევ დაიმატა დაახლოვებით 500 გრამი. დანარჩენი რაშირიწელში ჩავუშვი საშუალო დონეზე
დავქოქე და წამოვედი,
სულ ესაა მეგობრებო, მუშაობს საათივით (კაკ შვეიცარსკიე ჩისი)
This post has been edited by crv777 on 14 Nov 2017, 00:18
მიმაგრებული სურათი