გამარჯობათ თანაკლუბელებო.
ჩემი მოდელების მსგავსების მფლობელების საყურადღებოდ(2006-იანი, ამერიკული, ავტომატიკა, 2,4 -იანი ძრავით):
დიდი ხნის წინ, მგონი წინა თემაში, ვწერდი რომ ჩემს ავტოზე
მქონდა შემდეგი პრობლემა: დაძვრისას ერთ ჩხაკუნთან ერთად(როდესაც სრულად აჩერებ მაშინ ჩხაკუნობს ხელსაწყოების პანელში
და როდესაც დაძრავ და 1-დან მე-2-ში გადადის სიჩქარე, ისევ ისმის ეს ჩხაკუნი, ანუ ანტი მოცურების სისტემა აბეესის საშუალებით
ბლოკავს გაჩერებისას და ხსნის ამ ბლოკირებას სიჩქარის აკრეფისას, როგორც აქ ჩვენს განყოფილებაში ამიხსნეს) ისმოდა ყრუ კაკუნი, ხან ყრუდ, ხან საკმაოდ ხმამაღლა. ეს კაკუნი ხან პანელიდან მესმოდა, ხან უკნიდან, ხან გვერდიდან.
ხალიგარმა თუ მისმა ბიძაშვილმა ისიც მომწერეს ,შეიძლება ხურდები ყრიაო სადღაც და მოძებნეო.
მოკლედ 6 თვეა ტვინი წაიღო უკვე ამ კაკუნმა.
ხან რას ვაბრალებდი, ხან რას: ძრავის ცეპს, კლაპნებს, სიჩქარეების კოლოფს, გადავქექე რუსული ფორუმები და პასუხი ვერ ვიპოვე.
2014-ში მყავს მანქანა ჩამოყვანილი და შარშან შემოდგომიდან ვაპირებდი სამუხრუჭე ხუნდების შეცვლას. ბოშის ვიყიდე იბეიზე
და ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერ ვიცლიდი რომ შემეცვალა.
ჩავუჯექი გასულ შაბათს ძმაკაცთან ერთად და შევცვალეთ, რადგან უკვე მარცხნივ მოხვევისას წრიპინი დაიწყო ხუნდებმა.
სირცხვილი იყო უკვე მანქანის წინაშე, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
აღმოჩნდა, რომ უკანა მარჯვენა, შიგა ხუნდი, რომელიც გარედან არ ჩანს, იდგა მრუდედ და გაცვეთილი იყო ზუსტად
,,ზუბილა"-ს პირი რომაა ისე მრუდედ. ფანქარი რომ გათალო მხოლოდ ერთი მხრიდან და არა მრგვალად, ისე.
ხუნდის მასალა ნახევარი ხელუხლებელი იყო, ხოლო ნახევარი ამ ხელუხლებელ ნაწილამდე ცერად ნაცვეთი.
ნუ, იმ ამერიკელმა ხელოსანმა, ვინც ესენი იქ გამოცვალა, ჩემგან ,,ლოცვა კურთხევაც" მიიღო.
შეცვლის შემდეგ მე-3 დღეა რაც დავდივარ და ის გაბმული კაკუნიც გაქრა.