შემოგიერთდით როგორც იქნა
გუშინწინ წავედი ბათუმში, მივედი პორტში და შორიდან ეგრევე დავინახე შავი აქუა, მეთქი ეგაა უეჭველი. კალპაკები არ ეყენა, ეგრევე გამახსენდა რო პორტში ქურდბაცაცობენ
ველოდე ასე ნახევარი საათი გამომიგორეს, ჩავიხედე მანქანაში და უკან ეწყო კალპაკები, ყველაფერი შევამოწმე ადგილზე იყო წამოვიყვანე, ძაან დაღლილი ვიყავი და დავრჩი იმ დღესვე ბათუმში. ერთი ნახევარი საათი არ ჩავაქრე, მერე დავიღალე მანქანაში ჯდომით და მეთქი რაც იქნება იქნება.
მეორე დღეს დილას 7ზე გამოვედი დავქოქე, დაიქოქა ესეიგი აკუ არ მომკვდარა. გამოვგაზე ცარიელ გზებზე. პერევალზეც სიმშვიდე იყო, ოთხსაათნახევარი მოვუნდი გზას. მერე თავი გავიგიჟე ბარემ განვაბაჟებთქო და რუსთავში გავგაზე, იქ უფრო დავიღალე ვიდრე იმ 4 საათში. 2 საათი მოვუნდი განბაჟებას, განვაბაჟე და ამოვისუნთქე

2012-იანია და მოვასწარი
წვა დამავიწყდა თავიდანვე დამენიშნა, დავნიშნე პერევალიდან, ვიარე თბილისში, წავედი რუსთავში, იქიდან ისევ თბილისი და ბოლოს საგურამო - 300კმ გავიარე რაც დავინიშნე და წვა 22კმ/ლ, ანუ 4,5ლ. ეს დაწვა იმის გათვალისწინებით, რომ ფეჩი არ გამომირთვია და ბოლოს მაგრად გვცხელოდა

პლიუს პედალზე ცაცუნი არშემიძლია, ანუ ჩვეულებრივად ვიარე.
მინუსებს რაც შეეხება ხმის იზოლაცია მართლა დაბალია, რავიცი სალონზე არვარ ჩაციკლული ჩემთვის ნორმალურია. გაწევა არ უვარგაო და მკვდარი ნაღდად არაა, რო ჩავადგამდი ისე გაიშხუილებდა მკვდარი ნაღდად არ ეთქმის. ეტყობა ვისაც მკვდარი ეჩვენება ის ეკო მოდით დადის. ბლიჟნები ძაან საცოდავი აქვს, ახლოში ანათებს , სიბნელეში მომიწია სიარულმა დალნების გარეშე ვერაფერს ვხედავდი. სიარულით მშვენივრად ვიარე. მე კმაყოფილი ვარ ძალიან რისთვისაც ვიყიდე იმაში უმაგრესია.
This post has been edited by Rene Adler on 26 Dec 2018, 11:45
მიმაგრებული სურათი