საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ LMC Automotive ჩაატარა კვლევა, რათა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მანქანა გამოევლინა. 2012 წლის მონაცემებით ასეთ მანქანად ფორდ ფოკუსი მიიჩნიეს.
კვლევა ეფუძნებოდა გაყიდული მოდელების მაჩვენებლებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფორდ ფოკუსის 1 მილიონი მოდელი გაიყიდა. სწორედ ამის მიხედვით მიენიჭა მას 2012 წლის ყველაზე პოპულარული მოდელის წოდება. ფორდ ფოკუსი 5 ქვეყანაში იწარმოება (ამერიკა, რუსეთი, ტაილანდი, ჩინეთი, გერმანია), მისი რეალიზაცია კი 120 ქვეყანაში ხდება.
ფორდ ფოკუსმა პირველად შეძლო რეიტინგში თავის კონკურენტ ტოიოტა კოროლასთვის გაესწრო, რომლის რეალიზაციის მაჩვენებელმა წინა წელს 966 000 ცალი შეადგინა. თუმცა, თავად კომპანია ტოიოტას განცხადებით, 2013 წელს ის აპირებს და ძალისხმევასაც არ დაიშურებს, რომ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლებით პირველ ადგილი დაიკავოს და ფორდ ფოკუსი უკან მოიტოვოს.
ფორდ ფოკუსის და ტოიტა კოროლას გარდა ტოპ ათეულში ფოლქსვაგენ ჯეტაც შევიდა. 822 000 ცალი გაყიდული მოდელით რეიტინგში ის მესამე ადგილზე გავიდა
Ford Powershift
( Fiesta/Focus )
ისევ და ისევ განნვიხილოთ ბევრისთვის გაუგებარი და საკმაოდ აქტუალური კოლოფი , რომელიც ზოგიერთისთვის არის ჩველუბერივი ავტომატური სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი !
ფორდის Powershift-ი იგივე მექანიკური კოლოფი რობოტიზირებული ავტომატური მართვით. რომლითაც აღჭურვილია თქვენი ოთხთვალა მეგობარი.
ერთი შეხედვით ავტომობილის სალონიდან ავტომანქანა ჩვეულებრივი ავტომატიკაა, მაგრამ მას აქვს 2 ცეპლენია (Dual CLutch) ნახ. 1 ასევე ჩანგლები (ვილკები) და დამწოლი ქურო ( ვიჟიმნოი ). ზოგს გაუკვირდება მაგრამ ძალიან დიდი ხანია გამოდის ასეთი კოლოფებით ავტომობილები არამარტო ფორდში არამედ ძალიან ბევრ სხვა ბრენდის ავტომობილებში.
ფორდის რობოტიზირებული კოლოფი იმართება ძრავის კომპიუტერთან სინქრონში TCM მოდულის მეშვეობით ნახ. 3 რომელიც თვითონვე ცვლის სიჩქარეებს და მართავს ჩანგლებზე (ვილკებზე) დამონტაჟებულ ელექტრო ძრავებს ნახ. 2 (მატროჩიკებს ) რათა გათიშონ და მოდებაში მოიყვანონ გადაბმულობის დისკები (ცეპლენია) . ასეთი ტიპის კოლოფის უპირატესობაა ძრავის მაღალ ბრუნებზე სიჩქარეების სწრაფი ცვლა ვინაიდან ერთი (ცეპლენია) მუშაობს კენტ სიჩქარეებზე ხოლო მეორე ლუწ სიჩქარეებზე და უკუსვლაზე.
იმედი მაქვს ბევრს არ გაწუხებთ მსგავსი პრობლემა და არც უნდა შეგაწუხოთ, მაგრამ იცოდეთ თუ კი ოდესმე თქვენმა მეგობარმა დისფლეიზე დაგიწერათ კოლოფის გადახურება ეს ნიშნავს რომ გადახურდა გადაბმულობის დისკი (ცეპლენია) და აუცილებლად უნდა გააჩეროთ ცოტახანი რათა გაგრილდეს ან გაუჩერებლად ცოტახანს იაროთ მაღალი სიჩქარით 70-80 კმ/სთ დაახლოებით ესეც ხელს უწყობს გაგრილებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დროულად უნდა მიაკითხოთ დილერს პრობლემის გამოსავლენად!
ხშირად ცვლიან ზეთს ამ ტიპის კოლოფებში ვინაიდან ჰგონიათ რომ ზეთია შესაცვლელი და ამის გამო სიჩქარეების შეცვლის მომენტი მეტად იგრძნობა ავტომობილში ეს სიცრუეა. ზეთის როლი ამ კოლოფებში სიჩქარეების ცვლაზე საერთოდ არ მოქმედებს და კიდევ რათქმაუნდა ხანდახან დასაშვებია უხეშად გადართოს სიჩქარე ან აღმართზე ასვლის შემდეგ ოდნავ დიდხანს დატოვოს იგივე სიჩქარეში ყოველივე ეს გამომდინარეობს იქიდან რომ გადაბმულობაზე (ცეპლენია)არ წავიდეს დიდი დატვირთვა, რომ არ დაზიანდეს.
ასევე ხშირად უჩივიან "ჩხაკუნის" ხმას და ეუბნებიან რომ TCM არის დაზიანებული , მაგრამ ესეც სიცრუეა სპეციფიური ხმები ხანდახან შესაძლოა გაიგოთ სიარულის დროს თუმცა ეს დასაშვებია ვინაიდან ელექტეო ძრავები ამოძრავებენ მექანიკურ დეტალებს. ზუსტად ამის გამო ეძახიან რობოტს.
, მაგრამ თქვენ თუ მაინც თვლით რომ გადამეტებული ხმები მოდის მაშინ გირჩევთ აუცილებლად ჩაუტაროთ ელექტრო დიაგნოსტიკა ოფიციალურ დილერთან
და ბოლოს თუ კი ოდესმე კოლოფის სერვისი დაგჭირდათ ნუ ენდობით გამოუცდელ ხელოსნებს. მიაკითხეთ ოფიციალურ დილერს, რადგან რამოდენიმე სახეობის სპეც ინსტრუმენტი სჭირდება ამ კოლოფის სერვისს . შემოწმებას, დაშლას და აწყობას. ასევე კოლოფის სერვისი მოიცავს კომპიუტერულ ადაპტირებას და პროგრამირებებსაც.
ეს ზოგადი და სასარგებლო ინფორმაცია დანარჩენს კითხვები თუ გექნებათ გიპასუხებთ !



გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები და დავეხმაროთ ერთმანეთს დეტალების მოძიებაში
This post has been edited by Tim on 13 Jun 2020, 14:29