Subaru crosstreck xv
ჩემს გამოცდილებას დავწერ ამ მანქანაზე ვისაც დაგაინტერესებთ
უკვე თითქმის 7 თვეა რაც მყავს
1. როგორც ვატყობ სუბარისტები თავგადასავლების მოყვარული ხალხია, შესაბამისად დავიწყებ ამ მანქანის უგზოობის შესაძლებლობებით.
მოკლედ დაივიწყეთ crv, rav4, tucson ები და ა.შ გაცილებით უკეთესო ოფროუდერია xv. რამდენჯერმე მქონდა გამოცდილება, გამაკვირვა არ ქვია ამას, პირდაღებული გვიყურებდნენ გამოცდილი ჯიპერები. მოკლედ კლირენსი სადამდეც ეყოფა ივლის.
2. 2.0 ძრავი ცოტა არიყოს და ნელია, ალბათ ვარიატორის ბრალიც არის, მოკლედ დინამიური სუბარუების რიცხვს არ მიეკუთვნება, თუმცა არც ძალიან მკვდარი არ არის.
3. მე მომეჩვენა რომ ცოტა ხმაურიანია. მეორე მანქანაც გვყავს ოჯახში 2012 იანი ტუქსონი, ტუქსონზე უფრო ჩუმი არის, თუმცა უკეთესი შეიძლებოდა.
4. საჭე კარგი აქვს , პროგნოზირებადია და მოსახვევებში შიშით არ შედიხარ. ზომიერად რბილია და ტრასაზე ცუდად არ დგას. ტუკსონს სჯობს ამ კომპონენტში.
5. სალონი სუბარისტულია, არქაული თუმცა სადა და ზედმეტი პრიბამბასების გარეშე. აქ მეტი შეიძლებოდა. სტაილინგი მე ზალიან მომწონს.
6. ტევადობა დიდი არ აქვს, თუმცა 2 ადამიანისთვის სავსებით საკმარისია, რამდენჯერმე მოგვიწია ლაშქრობაზე გასვლა 3 ადამიანს და პრინციპში არაფერი არ დაგვრჩენია.
7. ქალაქში მანევრირებისთვის და პარკინგისთვის ძალიან კარგია, უზარმაზარი და მოუქნელი ჯიპებისგან განსხვავებით კარგად დაძვრები ქუჩებში და პატარა საპარკინგეებშიც თავისუფლად ეტევა.
ვერდიქტი
დიდი კომფორტულობით არ გამოირჩევა და კაცმა რომ თქვას ელექტროობაც საკმაოდ ბაზისურია, ის რაც აუცილებელია, არაფერი ზედმეტი. ხშირად გრჩება შთაბეჭდილება რომ ახალი თაობის მანქანას კიარ ატარებ, 2000 იანების ბოლოდან აქვს აღებული ბევრი რამ. თუმცა ცხადია აქვს რაღაც ტექნოლოგიები, რაც აუცილებელია თანამედროვე ავტოინდუსტრიისთვის.
ტრასაზე საკაიფოდ დგას და მანევრი კარგი აქვს, რაც მთავარია გამავლობაში ბადალი არ ჰყავს თავის კლასში.
მაზდა cx 3, ჰონდა hrv, ტოიოტა ცჰრ და ა,შ. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა გადაიხადო მეტი ამ მანქანებში, როდესაც კომფორტით დიდად არცერთი არ არის წინ xv ზე. ნუ უგზოობაში ყველას 2 თავით სჯობს სუბარუ.
მოკლედ ისეთია რა, სახასიათო მანქანაა, თავს შეგაყვარებს. კომპატქურია, პრაქტიკულია, ფუნქციურია. 10 ბალიდან 8.5 მივცემდი თავისუფლად.
მანაქნა აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx