სალამით ხალხო, მყავს 98 წლიანი ფორესტერი, ამერიკული მოდელი, მექანიკური კოლოფით. 2.48 იანი ძრავით.
მოკლედ მყავს ბენზიზნე, ცოტა ფინანსური კრიზისი მაქვს და გაზზე ვერ გადავიყვანე, ხო და მაგის გამო იშვიათად ვამოძრავებ. ახლაც პრაქტიკულად 6 კვირაა არ გამიტოკებია. საჭიროება არ იყო, მაგრამ ყოველ კვირაში მინიმუმ 10 წუთიანი დაქოქვა მაინც მაქვს ხოლმე
წინა კვირას რომ დავქოქე თითქოს არაფერი ისეთი არ ქონია. რარაც ხმა აქვს ხოლმე ცივზე, და ეგ ხმა აქვს ლამის ბოლო 7 წელი ალბათ. ხელოსანს რომ ვაჩვენე ადრე არაფერიაო დაჟე მითხრა. ახლა ეგ ხმა მოემატა უსაშველოდ. და დაბალ ბრუნზე მანქანა ძიგძიგებს. თითქოს ე.წ. პერებოი აქვსო. ხმა მოდის მეოთხე პორშინის მიდამოდან ოღონდ არა შიგნიდან არამედ გარე მხრიდან, სადღაც გალოვკის ზონაში. ბრუნს რომ ვუმატებ, ანუ გაზს ვაძლევ თითქოს ქრება ეგ ხმა, მაგრამ როგორც კი დაბალ ბრუნზე ჩამოდის ისევ ძიგძიგებს კიდეც და ხმაც აქვს.
ხო და რას ფიქრობთ რისი ვარიანტია? დამერხა მაგრად თუ არის ვარიანტი მართლა პერებოივით ქონდეს, ბოლო ბოლო გუშIნ სერიოზული წვიმა რომ იყო ხო არ დაანესტიანათქო რამე?
თან ეგეც, წყალი ჩაომივიდა მძღოლის მხარეს. ლამის 5 ლიტრი გადმოვღვარე წეღან.საქარე მინა გამოვცვალე 2017 წელს. ცოტა არ იყოს ფინაჩები კი იყვნენ ეგ იდიოტები, ვინც გამომიცვალა, ხო და არის ვარიანტი რომ ისევ საქარე მინის ბრალი იყოს? ან რომელ ხელოსანთან უნდა მივიყვანო მანქანა შეგიძლიათ მირჩIოთ?
თუმცა სანამ ძრავს არ მიეხედება სად ჩემ ფეხებში წავიყვან არ ვიცი ...

თან ფინანსებში ახლაც გაჭედილი ვარ და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი.
არა და მჭირდება ეგ მანქანა, ძირითადად სოფელში დავდივარ მაგითი, ოპელი კი მყავს მაგრამ ეგ ოპელი სახლამდე მიმიყვანს, იქედან მერე მინდორში ვარ წასასვლელი რომ მიწას მივხედო, ოპელით იმ მიწამდე ვერ მივალ 11 კილომეტრზე მეტია მანძილი ერთი გზა. თან დანგრეული და აქა იქა ლამის მუხლამდე სიღრმის გუბით.

ვინც იცით რას ფიქრობთ მაგრად გამედო?
ჩემი ხელოსანი გასულია ქალაქიდან 2 კვირა არ იქნება და მანამდე მომზადება მინდა

გასაპნულ თოკსა და ხიდიდან გადახტომას შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ