ეხლა ცოტა ვრცლად დავწერ ელექტრო თერმოსტატის გაუქმებასთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებას და იმედია ვინმეს გამოადგება.
რეალურად წვაში წხვაობა არ მიგვრძნია, უკვე 6 თვეზე მეტია გაუქმებული მაქვს და მექანიკური მიყენია.
ანსი მოტორსში დამიყენეს 79 გრადუსიანი თერმოსტატი, რომელიც იხსნება მაგ ტემპერატურაზე, რადგანაც კოლოფიც და ძრავიც ორივე გრილდება ანტიფრიზით და სხვაობას იძლევა ტემპერატურებში საგრძნობლად:
1) ტრასაზე სიარულის დროს, როდესაც ჰაერის ნაკადი უბერავს რადიატორზე, ანტიფრიზის ტემპერატურა სტაბილურად დგას 80-81 ცელსიუსზე, ზამთარშიც და ზაფხულშიც. ზამთარში წინა ჟალუზი დაკეტილია, ხოლო ზაფხულში ღიაა (დაქოქვისას აღებს). როგორც მივხვდი ეგ ჟალუზი იღება და იკეტება გარე ტემპერატურის სენსორის მიხედვით.
შესაბამისად, ტრასაზე სიარულის დროს (110-120კმ/სთ), ძრავის ზეთის ტემპერატურა სტაბილურად დგას 88-92 გრადუსზე, ხოლო ვარიატორის ტემპერატურა 85-88 გრადუსზე.
2) ქალაქში საცობში კონდიციონერით სიარულის დროს (ანუ როდესაც ვინტილატორი უბერავს რადიატორს რადგან კონდიციონერი მუშაობს), ანტიფრიზის ტემპერატურა 80-82 გრადუსია, ძრავის ზეთი 90-94 გრადუსი, ხოლო კოლოფის ზეთი 80-85 გრადუსი.
3) ქალაქში სიცხეში კონდიციონერის გარეშე, ძველებურად ადის ავტიფრიზის ტემპერატურა 96-100 გრადუსზე, მერე რთავს ვენტილატორს და აგდებს 90-ზე დაბლა, თუმცა როგორც კი ითიშებას ვენტილატორი, ისევ ადის 96+. ეს საუბარია საცობში დგომაზე და ნელა გორაობის დროს, როდესაც რადიატორს არ უბერავს ჰაერის ნაკადი და AC გამორთულია. კოლოფის ტემპერატურაც 99-100 ადის თავისუფლად ეგეთ რეჟიმში.
მე პირადად საცობში და სიცხეში, ასევე ტრასაზეც სულ კლიმატით დავდივარ, შესაბამისად ქვემოთ სქრინზე ჩანს სტაბილურად რა ტემპერატურაზეა სითხეები.
შედეგად, წყლის სისტემაში რაიმეს გახეთქვის შანსი მცირდება, რადგან წნევა უფრო დაბალია 80 გრადუსზე ვიდრე 96+ გრადუსზე.
ზეთის ტემპერატურა სტაბილურად დგას 90-93 გრადუსზე, შესაბამისად ზეთის დეგრადაციაც უფრო ნაკლებია მაგ ტემპერატურაზე და ძრავიც უფრო დაცულია, ვიდრე 108-110 გრადუსზე როცა ცხელდება სტანდარტ თერმოსტატზე.
რაიმეს გადახურების რისკები მინიმუმზეა დაყვანილი.
რაც შეეხება მინუსებს:
რამდენიმე წუთით უფრო მეტ ხანს უნდება ძრავი გათბობას, შესაბამისად ალბათ წვაში გრამებში სხვაობა იქნება, მაგრამ მე პირადად წვის მომატება ვერ შევამჩნიე ვერც ქალაქში და ვერც ტრასაზე. სხვა მინუსი მე ვერ დავინახე.
P.S. მე გავაუქმე ელექტრო თერმოსტატი მანამდე, სანამ გაფუჭდებოდა, და მუშა მდგომარეობაშივე გავყიდე. შესაბამისად რაც მექანიკურზე გადაყვანაში გადავიხადე, მუშა თერმოსტატიც მაგ ფასად გავყიდე. ამიტომ რეალურად ხარჯი არ მქონია. გაუქმების დროს საჭიროა ელექტრო თერმოსტატი ეყენოს მანქანაზე, ამიტომ მე ერთმა კარგმა კაცმა მაჩუქა უკვე გაფუჭებული და ის დავაყენეთ და ისე გავაუქმეთ. რეალურად უფუჭდება ელექტრონული პლატა მაგ თერმოსტატს.
გაუქმების მერე პროგრამულად აწორებენ ისე, რომ არ ანთებს არაფერ ჩეკს.
P.S.S. სადმე აპინოს მედრმა ეს პოსტი სანამ დაიკარგება, ბევრს გამოადგება სანამ გადაწყვეტს გაუქმებას და შეკითხვები ექნება.
This post has been edited by karlo-fan on 29 May 2025, 15:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)