მეგობრებო მოგესალმებით, ერთი ჩემი გასაჭირი მინდა გაგიზიაროთ.
მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს.
მყავს სუბარუ 98 წლიანი... ვინც მიცანით კი ისევ ისაა

ხო და თვენახევრის წინ დავატყე რომ მუხრუჭზე დაჭერისას აკაკუნდა რაღაცნაირად.
გზაში თითქოს არფერი მიგრძვნია ხელზე. ვიფიქრე რომ შარავოია გაფუჭებულითქო, კაი ხანი არ მქონდა ხელი მოკიდებული.
მივიყვანე ხელოსანთან, ეგ კარგი ხელოსანია, ბოლომდე და ძირისძირობამდე მიყვება ხოლმე თემას.
ხო და სტუპიცის საკისარიაო ჩაშლილი დასკვნა დაიდო, ნუ ის შარავოებიც არ იყო საამაყო მდგომარეობაშI რა თქმა უნდა.
მოკელდ მივხედეთ მანქანას.
მაგ მანქანით კვირაში 1 ხელ ვსარგებლობ, რომ რაიონში წავიდე.
წამოვედი რაიონში და ატეხა გზაში ძიგძიგი და ბაკაბუკი.
ჩავედი და აღMოჩნდა თავად ყუმბარის ღერძI იყო გაღუნული. რა თქმა უნდა სტუპიცის საკისარიც ჩაიშალა. ხელახლა.
ნუ წვალებით ვიშოვეთ ყუმბარა, სტუპიცა კიდევ ტოკარმა აღმიდგინა. მოასუქა და გადაჩარხა საჭირო დიამეტრზე, რა თქმა უნდა დროებითი აღდგენა იყო, ამიტომაც ეგ სტუპიცა ამაზონზე ვიყიდე და ჩამოვიტანე. მეთქი რო გაფუჭდება მზად იყოს.
დიდი ხანი არ მალოდინა 2 კვირაში ისევ აკაკუნდა.
ამ კვირის დასაწყისში იყო ეგ. მივიყვანე ხელოსანთან ისევ. ამან ეჭვი აიღო და აღმოაჩინა რომ წინა ხიდიდან გამოსული ღერძიღ ირყეოდა. მსგავსი პრობლემით უამრავი მანქანა გამირემონტებიაო და მსგავსი რამე არც ერთს არ ქონიაო, ამიტომაც წინაზე არ შეამოწმა.
მოკლედ მომიწია ახლა ხიდის საკისრების ჩანაცვლებაც. ის ახალი დეტალიც დავამაგრეთ და ...
რაც მთავარია მანქანა გაიტესტა კიდეც სტუპიცაც შემოწმდა ოღონდ ორივე მხარე შეამოწმა ხელოსანმა ჭირდა თუ არა რამე.
დღეს წამოვედი რაიონში. კახეთში მოვდივარ ხოლმე, ხო და ავტობანია აქ კიდე. სანამ ავტობანზე ვიყავი არაფერი არ გამიგია.
როგორც კი გადმოვედი. ახლა მეორე წესით საღი მხარე აკაკუნდა.
წინა შემთხვევაში თუ მუდამ კამუნობდა. ახლა აკაკუნდა მოხვევისას. რო სწორდებოდა გარკვეული პერიოდის მერე ჩUმდებოდა სიჩქარის მატებასთან ერთად.
ხელოსანმა შანსი არაა სტუპიცა საკისარი არ იქნებაო.
რას იტყვით რამ შეიძლება იკაკუნოს ბრუნვასთან ერთად? რისი ბრალი შეიძლება იყოს?