NoWhereMan1არც ეგრე რთულადაა საქმე როგორც ფიქრობ
რეალურად მარტივადაა, ფერითაც მიხვდები
ნახე მანუალში კარტერიდან ჩამოშვებით რამდენი სჭირდება და იყიდე ეგ რაოდენობა (როგორც წესი მთლიანი მოცულობის 40-45% ჩამოდის ხოლმე უმეტეს კოლოფზე)
ჩამოუშვებ კარტერიდან სუფთა გამჭირვალე ჭურჭელში, ნახავ ფერს/სუნს და მაგ საქმის მცოდნე გეტყვის დაახლოებით რა მდგომარეობაშია კოლოფი, შენთვითონაც მიხვდები ახალი ზეთის გვერდით რომ დადგავ, შესაცვლელი იყო თუ არა

თუ ზეთი ნამეტანი შავია და დამწვრის სუნიც აქვს (თითქოს კალოდკის ან სტეპლენიის) + მეტალის მტვერი მოყვება დიდი რაოდენობით, ესეიგი კოლოფს უკვე ცალი ფეხი სამარეში აქვს და სრული შეცვლა ჰაი ჰუი და ფილტრების ცვლა უკვე დაგვიანებულია (ბებერი მოდღნეს და კარები გამოუხურეს, არ გაცივდესო, ეგრე გამოვა)
მაგ დროს შეგიძლია ის ნაყიდი ზეთიც არ ჩაასხა და ახალი კოლოფისთვის შეინახო
თუ ზეთი შავია, მაგრამ არა ტალახივით, არც ძალიან ყარს და არც რკინის და ფრიქციონების ნაფხვენები მოყვება, ესეიგი კოლოფი მეტ-ნაკლებად ჯანმრთელია, ასხავ იმ ნახევარს და აგრძელებ სიარულს, გაივლი 5-6 ათასს და თუ ყველაფერი კარგადაა, მერე უკვე შეიძლება კიდევ ერთი ანალოგიური პროცედურის განმეორება, ოღონდ ფილტრის შეცვლით
შეცვლას რაც შეეხება, არ უნდა არმდენი ლოლიავი და მითების დაჯერება, კოლოფში უნდა იყოს სუფთა ზეთი, გინდ მთლიანად ცვალე, გინდ სანახევროდ, გინდ ყოველ დღე თითო კოვზით, მთავარია სუფთა ზეთი იყოს, რა მეთოდით იზავ მეორეხარისხოვანია, მთავარია სუფთა ზეთი და შეცვლისას ან კოლოფი არ ამუშაო მშრალზე, ან რამე არ დააზიანო მექანიკურად

პ.ს
კოლოფების უმეტესობას, უხეშად რომ ვთქვათ ბოლო 10-15 წლისებს, სიმპტომები თუ აქვს მუშაობაში, ვიბრაცია, გარტყმები და აშ. იქ შეცვლა უკვე დაგვიანებულია და 50/50-ზეა უშველის ზეთის შეცვლა თუ სიმპტომები უარესად გამოვლინდება ახალ ზეთზე, ასე რომ ზეთი უნდა იცვალოს უდეფექტო, იდიალურად მომუშავე კოლოფზე რათა მისი მდგომარეობა შეინარჩუნო/გაახანგრძლივო შეძლებისდაგვარად და არა უკვე მკვდარის გაცოცხლება ეცადო ზეთის შეცვლით, გაცვეთილ დეტალებს ახალი ზეთი ვერ ამთელებს, ჯერ ვერ მივიდნენ მაგ დონემდე
This post has been edited by Gogla1990 on 7 Feb 2026, 02:45
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”