#62584977 · 8 May 2026, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ თანაკლუბელებო!
რამდენი ხანია აქ არ დამიპოსტავს! დათვალიერებით კი, ყოველთვის. ახლა, ამ ბოლო დროს, ცოტათი გამოცოცხლდა თემა, მეტი მნახველ-დამპოსტველია და ამით ვსარგებლობ.
რა მაინტერესებს: მე- 5 და მე-6 თაობებში რომ 1.5 მოცულობის ტურბო დაბერვიანი ძრავები დგას, რამდენად გამომდგარია? რევიუებს რასაც ვუყურე, პრობლემატურიაო, იძახიან. გალოვკის საფენის(პროკლადკის) პრობლემა აქვთო, ვიდეობია ამის თაობაზე. ვერ უჭერენ შპილკებს, და ეს საფენიც მაგის გამო ზიანდებაო. შპილკების ვერ მოჭერა კი იმის გამო ხდება- ხრახნში წყდება გადაჭერისას თურმე. რაც შეეხება 2.0 მოცულობის ატმოსფერულ ძრავებს, ჰიბრიდებს რაც მოჰყვება, ეგენი როგორია? იგივეა, რაც ჩვეულებრივი კ სერიის ძრავები, აივტეკიანი, თუ აქაც რაიმე სიახლე მოიგონეს?
|