რატომ წვალობთ არ მესმის და კიდე რო კითხულობენ რისი მაინინგი ჯობიაო.
ზოგადად თუ გლობლაურად შევხედავთ არის ორი ვარიანტი:
1. ამაინებ ყოველდღიური შემოსავლისთვის. ანუ რასაც გამოიმუშავებ, ცვლი ქეშზე და ხარჯავ.
2. არაფერს არ ხარჯავ ან მინიმალურ შემოსავალს და ძირითადად მუშაობ მონეტების დაგროვებაზე ხანგრძლივი პერსპექტივით. თუ გაისროლა ეთერივით, რომ გახდე მილიონერი

ხოდა თუ მეორე ვარიანტზეა საუბარი, კითხვა რომელი ჯობია შეუსაბამოა, რადგან ეგ პირადი გადასაწყვეტია რომელი კოინის გჯერა რო რამეს იზავს მომავალში.
თუ პირველ ვარიანტზე ფიქრობ, მაშინ უნდა გაუშვა მაინერი სხვადასხვა ალგორითმზე და ჩაინიშნო რომელზე რამდენ ჰეშს იძლევა.
მერე შეხვალ whattomine-ზე და შესაბამისი ალგორითმის გრაფაში მიუთითებ იმ რაოდენობა ჰეშებს რაც შენს ფერმას აქვს.
დაწერს რომელი რამდენს იძლევა და მერე რთავ მაინერს იმ კოინზე და პერიოდულად აკვირდები ფასები როგორ იცვლება კოინებზე და გამომუშავებაზე.
ეგრევე და იმწასვე გაყიდვა არ ღირს. ჯობია 1-2-3 დღე დაიცადო და როცა ცოტა მაღალი კურსი იქნება მაშინ გაყიდო.
იმედია გასაგებად დავწერე.
საერთოდ თუ ვინმე თავს მოაბავს და ცოტა ლაკონურად და გასაგებად დაწერს და მერე პირველ პოსტში ჩაემატება, კარგი იქნება, რომ გამეორებადი კითხვები არ იყოს ბევრი.
რაღაც ხდკ აკა FAQ-ის პონტიც კარგი იქნებოდა.
toko09