ხალხო, ეს იმანი მართლა იდიოტიზმია, მეც არ მაყიდინა ბით კოინი როცა დაბალი ფასი ქონდა.
მერე როგორც იქნა ვიყიდე, როცა ფასი მოემატა. ნუ, ბევრი არაფერი 100 ლარის.
დამწყები ვარ და არანაირი გამოცდილება ამ საქმეში არ მაქვს, ჰოდა, დღეს უბრალოდ ვცადე მენახა, რამდენს გადამიხდიდა იმანი ბიტკოინის ფასის მომატების შემდეგ.
როცა ჩავსვი ბიტკოინის ის თანხა, რაც ანგარიშზე გამაჩნდა გასაყიდ ველში, მეგონა რომ მაჩვენებდა რამდენს მომცემდა ლარს.
არ მაჩვენა, ჰოდა მეც ენტერი დავაჭირე, იქნებ ასე მაინც ქნას თქო რამე და ეგრევე, ისე რომ დადასტურება არ მოუთხოვია, გამიყიდა ჩემი ბიტკოინი.
ასე რომ, მომილოცეთ მეგობრებო, ჩემი პირველი "ტრანზაქცია" წარმატებით განვახორციელე და მოგებაშიც დავრჩე

ახლა 100 ლარის ნაცვლად 101.98 ლარი მაქვს და მოუთმენლად ველი ახალ საინვესტიციო გარემოს

ჰოდა, ამიხსენით რა ხალხო, ეს CEX.io რა თანხას გახევთ ყიდვისას.
მაგათ საიტზე, თავიანთი სარგებელი ტრანზაქციის მთლიანი თანხის 7% წერია, რომელიც ძალიან დიდი თანხაა.
დამეხმარეთ რა, ამიხსენით, ეს არის საუკეთესო პირობები, რითაც ბიტკოინის ყიდვა შეიძლება?
და მეორე კითხვა, საიტზე უწერიათ, რომ ნებისმიერ (თუნდაც ადგილობრივ) ვალუტაშია შესაძლებელი ყიდვა და სწორია თუ არა ეს.
მე პრინციპში ეს უფრო მაწყობს, იმიტომ რომ ლარი მაქვს.
მარა, ალბათ ლარის დოლარზე გადაცვლა ცალკე თანხას წაიღებს.
მოკლედ, თუ არ დაგზარდებათ, ეს თემა უფრო დაწვრილებით აგვიხსენით და დიდი მადლობელი დაგრჩებით.