რო იტყვიან ზღვა მასალაა წასაკითხი საიდანაც რეალურად რამდენიმე მარგალიტს თუ ნახავ.
მარო აქაა ბევრი ინფო
https://forum.bits.media/index.php?/topic/4...niia-videokart/ , მაგრამ ვინც ვერ ერკვევა ელექტროობაში ცოტა ძნელია გარკვევა ბოლომდე. ვინც აზრზე არაა ხო საერთოდ.
მე მაგ თემაში რაც წავიკითხე (ყველა გვერდი და პოსტი არც წამიკითხავს ჯერ) წერია შემთხვევები, როცა ერთ-ერთი კვების ბლოკზე დენის არ ქონის გამო ვიდეობი გამოვიდნენ მწყობრიდან.
ერთ-ერთი შემთხვევა იყო როცა მეორე ბლოკზე ქონდათ ვიდეოებიც და რაიზერებიც, დაავიწყდათ მეორე ბლოკის ჩართვა და მხოლოდ ძირითადი ჩართეს. გარკვეული დროის მერე გპუებს მოეკითხათ.
იყო შემთხვევა, როცა ზოგი ვიდეო რაიზერებით პირველ ბლოკზე იყო და ზოგი მეორეზე. იქაც იმ მიზეზით, რომ მეორე ბლოკზე კვება აღარ იყო (მიზეზი არ ეწერა) გამოვიდა მწყობრიდან ის ვიდეოები რომლებიც გათიშულ ბლოკზე იყვნენ.
ანუ აზრი იმაშია რომ როცა კვება რაიზერზე და დამატებითი კვება (6/8 პინი) ქრება ვიდეოზე (ნაგულსიხმებია რომ ორივე კვება მიდის ერთი ბლოკიდან) და ამ დროს pci-e სლოტზე მიდის მონაცემები, ამ დროს ყველას თუ არა აშკარად ზოგ ვიდეოებს ერხევათ.
ამიტომ მინიმუმ რჩევაა რომ რაიზერები იჯდეს იმავე ბლოკზე, საიდანაც იკვებება სისტემა (MB,ცპუ და ა.შ.).
იმ შემთხვევაში როცა რაიზერი სხვა ბლოკიდან იკვებება აქაც გასათვალსწინებელია და შესამოწმებელია, რომ "ჩინურ" რაიზერებზე კონტაქტები იყვეს სუფთად და რაიზერის კვების კონტაქტები იყვეს ჩახსნილი და წრედს არ კრავდნენ სლოტის კვების კონატქტებთან დედაპლატაზე. ეს იმისთვის რომ ერთმანეთს არ დაეჯახონ ორივე ბლოკის 12ვ-ბი.
როცა რაიზერები ერთი ბლოკიდან იკვებება და 6/8 პინი მეორე ბლოკიდან მე გამიჩნდა კითხვა, ხომ არ იკვეთებიან ერთმანეთთან სლოტიდან მიწოდებული 12ვ და 6/8 პინიდან მიწოდებული 12ვ. ამაზე მიპასუხეს, რომ მარტივად შეიძLება შემოწმება ე.წ. "პრაზვონკით" ან ერთ-ერთზე დენის მიწოდებით და მეორე ბოლოზე ტესტერით შემოწმებით თუ მოვა დენი.
მე არ შემიმოწმებია, მაგრამ წესით პრაქტიკიდან გამოდის რო არ იკვეთებიან, თუმცა შევამოწმებ მაინც.
მაგრამ შემავალი 12ვ-ბი რომ არ იკვეთებიან არ ნიშნავს, რომ თვითონ GPU-ში არ იკვეთებოდეს კვებები. ესეც თეორიაშიო.
პრაქტიკა კი აჩვენებს რომ თუკი რამე შესაერთებელია ისე აერთებენ 2 და 3 ბლოკსაც. მაგრამ ეს მუშაობს გარკვეულ დრომდე, სანამ რამე არ მოხდება რა დროსაც ერხება ან ყველაფერს ან გარკვეულ ნაწილს.
იქ არიან რა თქმა უნდა გამოცდილი ხალხი ვისაც ელექტროობა ესმით და იციან ანი და ბანი, მაგრამ დაღეჭილად ისე, რომ "დებილმაც" გაიგოს ეგრე არ წერენ. აქაც ხო დამღლელია როცა ერთი და იგივე კითხვებს სვავენ იმის მაგივრად რომ რამდენიმე გვერდი მაინც წაიკითხონ. იქაც ეგრეა.
-------------------
ბევრი კი ვწერე, მაგრამ თემა საინტერესოა იმედია მხოლოდ ჩემთვის არა და აქაც გამოჩნდება ვინმე მცოდნე ვინც 1-2 სახეიროს გვირჩევს რამეს.
======================
Mama_Basiliთუ ერთი და იგივე ფასია ასუსი ჯობია რა თქმა უნდა.