johnoliverგადაქექილი მაქ youtube-ც და სხვა საიტებიც. ზეპირად ვიცი ლამის ყველა ეგ ტიპი. 99% მაქედან მატყუარაა მხოლოდ მაყურებლების მოზიდვას ჩალიჩობს.
სულელი თუ არ ხარ იუთუბერის ნათქვამით როგორ უნდა ანდო რამეს ფული... ან თუნდაც ფორუმელის ჭკუაზდ...
წადი შენით გაერკვიე და ისე გადაწყვიტე კაცო..არა??!
ყველა რატომღაც ჩალიჩობს დაწეროს რო ეს საიტი სკამია. არც მე არც invest და ვერც ვერავინ ვერ დავწერთ რო 100% არაა სკამი...
ებიჯო ყველა შეილება გაscamდეს!
პროსტა სანამ გაscamდება 3თვე გავა და ამ 3 თვეში იმედია არ გასკამდება და მე ჩემ ფულს ამოვიღებ (უკვე 2 თვეში).
არავინ არ წერს hashflare სკამიაო. მარა სკამია აბა რა ჩემი$#@#-ი. ტიპი არ გეუბნება რო 100$ ინვესტიციას უკან ვეღარ ამოიღებ.... 0.05btc ჩემი 100$ ვერ გააკეთებს ამ 10 თვეში. რავქნა ეხლა ვიყვირო 100$ არ ჩადოთ 1000$ ჩადეთ თორე დაკარგავთთქო?
ყველამ თავისთვის გამოიკვლიოს ყველა კომპანია და ისე ჩადონ გინდა 100 გინდა 10000....
დავიღალე ერთი და იგივეს მტკიცებით.
კიდე ვიღაცა შემოვა და დაწერს არ გაეკაროთ სკამიაო... ებიჯო გავიგეთ. ეგრე ყველა პოტენციური სკამია კაცო.
მე სხვისი ფინანსური მრჩეველი ვერ ვიქნები. მე მიდევს აქ 1300$ და თუ დავკარგე მე დავკარგავ სხვას ვერ მოვთხოვ პასუხს.
ჯერჯერობით იხდის და სახლის გაყიდვას და მანდ ჩადებას არ ვაპირებ.
ყველამ ნებისმიერ ასეთ ბიზნესში უნდა ჩადოს ისეთი ფული რომელიც რო დაიკარგოს არ გახდეს ვალების პრობლემა.
ბიტკონექტს კიარა საკუთარ ძმაკაცს აღარ ენდობა კაცი.
P.S. წავიდეთ კაზინოს წინ ვიყვიროთ არ შეხვიდეთ შეიძლება ფული წააგოთთქო...
ყველამ იცის მარა ვინც შედის თავისი გადაწყვეტილებით შედის ხო?!
დღეს კრიპტო ვალუტის ბირჟაც და ყველაფერი კაზინოა.. როდის ვინ გაკოტრდება და მოიხევა ვინმემ იცის?
ამ ლოგიკით კაციშვილი არ უნდა გაეკაროს არცერთ საიტს და ვალუტას....
მე არ მაწყობს ეგ. მე მაინტერესებს და "ზედმეტი" ფულით ცოტას კაზინოსავით ვრისკავ. 3 თვე თუ არსად გაიქცა დალშე მოგებაზე წავალ...
მოკლედ თუ გარისკვა არ გინდათ ვაფშე ამ გაბყოფილებაში არ გირჩევთ შემოსვლას. ყველაფერი რაც წერია კრიპტო მაინინგში არის თეორია და შესაძლოა ბუშტივით გასკდეს და დარჩეთ ნოლზე!!!!

მეტი როგორღა ჩამოვაყალიბო.
რისკები თუ არ ესმის აქ შემოსულ ხალხს ვისი ბრალია? რომელიმე ფორუმელის?
გადახედე ყველა პოსტს აქ ან გვერდით ტოპიკებში...
სადმე ნახავ ინფორმაციას სადაც წერენ 100% ვიცი ეგრე იქნებაო? კაციშვილი გონზე არაა... რიპლი 70ცენტზე ვიყიდე 200 ლარის და 2.20ზე გავყიდე 550 ლარად. არადა გონზე არავარ ყიდვა-გაყიდვის...
ვიღაცამ 2.4ზე იყიდა და ეხლა 1.8ზეა ჩამოთრეული...
გაბიდეთ ვიყვიროთ რიპლი არ იყიდოთ თქო?
ხო იცოდნენ რო ან ავა ან ჩამოვა ფასი...
მე RDD ვიყიდე და ჩამოვარდა ფასი ძლივს გავყიდე... ეხლა ისევ ზემოთ ადის და მაგრა ვკაიფობ ნეტა ამ პანიკაში არ გამეყიდა...
ვსწავლობთ ყველა რა... ვიგებთ ვაგებთ.
3 სხვა ვალუტა მაქ ძააან ადრე ნაყიდი 200$ ეზლა 700$ ზეა ისე გაიზარდა მაგათი ფასი... RDD-რო წავაგე ამათ ამოიღეს ის წაგება...
ყველამ გათვალოს რისკები და ბიტკონექტში გარისკავენ თუ ვალუტის ყიდვა გაყიდვაში თუ ქლაუდ მაინინგში თუ პროსტა კაზინო აჭარაში...
ამაზე შევთანხმდეთ.
ძმაკაცს უნდოდა ბანკის ვალის აღება და 10000-ის ჩადება 4 თვეში უკან რო აბრუნებს... მარა იასნია ეგ სისულელე ამოვუგდე თავიდან!!!
This post has been edited by Tenno on 15 Jan 2018, 09:29