X_Datka_X100 პროცენტიანი სქემა არ არის, მაგრამ ელიოტის ტალღები ბაზრის მოქმედებებზეა დაყრდნობილი...
იქნება ეს ფინანსური სიახლეები, ინტერესი, ფინანსური მოცულობა და ა.შ
რაიმე ბირჟაზე არა, ძირითადად ყველა ბირჟაზე ანალოგიური სიტუაცია არის მცირედი აცდენებით.
მხოლოდ ხალხის ინტერესზე რომ იყოს დაყრდნობილი ყველა ბირჟაზე რადიკალურად განსხვავებული სხვადასხვა კურსი გვექნებოდა, მაგრამ სხვაობა მინიმალურია
ადამიანების ფსიქოლოგია, მათემატიკა და ა.შ
ელიოტის ტალღების გარდა ბევრი არსებობს კიდე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში როდესაც ყველაფერი კარგად მიდის იკითხება ყველგან ეს სქემა.
ბაზარი ამა თუ იმ მხარეს რომ წაიყვანო საჭიროა "შეჯანჯღარება" და იმპულსები, ანუ ტალღები მაგას აკეთებენ...
სულ ზევით რომ მიდიოდეს კურსი, მოგებას ვერავინ ნახავს, ამიტომ რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ინტერესი არსებობდეს, აუცილებელია კურსი მოძრაობდეს აქეთ იქეთ
აღნიშნული ტალღებით და მკვეთრი ვარდნებით დიდი მოთამაშეები სარგებლობენ და სპეციალურად სპეკულირებენ ხოლმე, რათა ბალასტი მოიშორონ და ესეთი მოძრაობებით მაქსიმალურად გააყიდონონ ხალხს დაბალი კურსით, შეიძინონ და შემდეგ ბოლოში კარგად მოიმკონ ნადავლი ))
ყველაზე მომგებიანი მესამე იმპულსია ხოლმე,
შემდეგ როდესაც კარგად გაცხრილავენ მეოთხე იმპულსით და დაღლიან მასას იქაჩება მაღლა ისევ, ამ დროს ხალხი ფიქრობს ოპ ოპ გაფრინდა არიქა და ყიდულობენ ყიდულობენ ყიდულობენ ბოლომდე...
როგორც ბოლოს ბიტკოინზე მოხდა ახლა ლამის 12 ათასს რომ აარტყა )) მეხუთე იმპულსი არის მანიპულაციების ტალღა, როდესაც ხშირად დახტის, ხან მკვეთრად ვარდება ცოტათი ხან მკვეთრად იზრდება,
როდესაც ვერ გაიგებ მორჩა? თუ კიდე ზევით გაფრინდება? ასე გრძელდება სანამ უცებ ერთიანად არ "ჩამოირეცხება" 20-30%-ით
თანაც როგორც წესი დადებითი ნიუსები ვრცელდება ინვესტორების მოსაზიდად და ა.შ
აი რომ გადახედო ახლა გადანომრილ ტალღებს მიხვდები მარტივად
მოკლედ ფორექსი შმორექსი კრიპტო ფიუჩერსები ყველაფერი ერთი სქემაა რა ))
ინტერესს ქმნიან დიდი ინვესტორები და მილიონებით და მილიარდებით რომ შემოდიან ნამდვილად არ აწყობს არავის ბაზარს მიანდონ ყველაფერი ))
თანაც კრიპტოებზე ახლა გავლენის მოხდენა რამდენიმე მილიონით მარტივია
იგივეა მაგალითად ფქვილზეც, ან წიწიბურაზეც რომ ვრცელდება ხოლმე ჭორები რომ ოპ ფასი აიწევს მალე, ან შაქრის დეფიციტი იქნება და არიქა გაზიდეთ სანამ დროა ))
რა თქმა უნდა დიდი ფულის უკან კარგი პროდუქტიც უნდა უყოს რომ ინტერესი გამყარდეს უფრო და მოგებაც ბევრად სოლიდური რჩება მათთვის
დეტალურად თუ დაგაინტერესებს "ელიოტის ტალღები", ან "elliot wave theory" დაგუგლე
ბევრი საინტერესო მაგალითია.
მაგ თეორიასთან ერთად MACD-ის ინდიკატორშიც საჭიროა რომ გაერკვიო
* * *

ყვითელი ზოლი თუ "გავხვრიტეთ" რაც სავარაუდოდ დღესვე მოხდება, უახლოვეს დღეებში ახალი მაქსიმუმი გვექნება
This post has been edited by DeViLz on 30 Nov 2017, 23:55